"როდესაც შვილები გყავს, მარტო თავის მოვლაზე ვერ იფიქრებ... სახლსაც ვალაგებდი, სადილსაც ვაკეთებდი, ბავშვების დამტოვებელი არ მყავდა..." - 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის სილამაზის საიდუმლო, ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტოები - მშობლები

"როდესაც შვილები გყავს, მარტო თავის მოვლაზე ვერ იფიქრებ... სახლსაც ვალაგებდი, სადილსაც ვაკეთებდი, ბავშვების დამტოვებელი არ მყავდა..." - 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის სილამაზის საიდუმლო, ნაკლებად ცნობილი ამბები და ფოტოები

2024-03-29 11:19:59+04:00

ქართული კინოს მშვენება კირა ანდრონიკაშვილი დღესაც ულამაზესია და 78 წლის ასაკშიც აქტუალური და მოთხოვნადია. სულ ბოლო პერიოდში ორი გახმაურებული ფოტოსესია გამოჩნდა მისი მონაწილეობით და კირას სილამაზემ და ახალგაზრდულმა იერმა საზოგადოება კვლავ მონუსხა.

kira1-1711697697.png

ბევრმა არ იცის, რომ 1945 წლის 15 ნოემბერს თბილისში დაბადებულ მომავალ მსახიობს ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში ჰქონდა კინოში მოხვედრის შანსი. თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლის შესასრულებლად მიიწვია, მაგრამ დაიწუნეს. მიზეზი ის იყო რომ სოფლის ბავშვს არ ჰგავდა; 12 წლისამ კი თავისი პირველი როლი შეასრულა და უკვე 17-18 წლისა პოპულარული გახდა ფილმებიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ერთი ცის ქვეშ", "მთვარის მოტაცება" და ა.შ. მისი სილამაზე და ნიჭიერება ერთნაირად ხიბლავდა რეჟისორებს და მაყურებლებს.

28795608-449595735457999-2733379130887533391-n-1711697955.jpg

198826753-453256942495375-4560261335528849371-n-1711697955.jpg38680963-544782735939298-1307003885847576576-n-1711697955.jpg156716503-1185593778524854-3768110495602505554-n-1711697955.jpg

ახალგაზრდა ასაკშივე იქორწინა, ორი ქალიშვილი გაუჩნდა, რომლებსაც დამხმარეების გარეშე ზრდიდა და დღეს ამბობს, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ქალიშვილები მასზე ისე ზრუნავენ, თითქოს თავად იყოს შვილი. ჰყავს შვილიშვილები და შვილთაშვილები.

337426222-897554068191203-7112789943273842974-n-1711698565.jpg
მეუღლესთან ერთად

275242150-636220184199049-3761015563130888982-n-1711698565.jpg

430030031-1185660049255057-7962138224489163983-n-1711698566.jpg337224032-1295961330954035-2399144130935307914-n-1711698565.jpg429898114-1180896246398104-3583627948416839816-n-1711698566.jpg

325436513-876390433642935-4385813554758861889-n-1711698565.jpg
ქალიშვილებთან და შვილიშვილებთან ერთად
380152245-1067611574393239-3387815206070392032-n-1711698566.jpg
შვილიშვილებთან ერთად
292712131-725878301899903-5195497692939004766-n-1711698565.jpg
შვილთაშვილებთან

თუ როგორ ინარჩუნებს სილამაზეს, რას ჰყვება დედობაზე და ა.შ., რამდენიმე საინტერესო ამონარიდს გთავაზობთ მისი სხვადასხვადროინდელი ინტერვიუებიდან:

"გენეტიკასთან ერთად, მთავარი განწყობაა, დადებითი ფიქრები, ნაკლები წუწუნი და ნაკლები ნეგატივი. დილა რომ გაგითენდა, უნდა გიხაროდეს... თუკი ოდნავ ცუდ ხასიათზე ვიყავი, სევდა შემომეპარა, შევუძახებ ხოლმე ჩემს თავს და მაშინვე გადაივლის..."

"არავინ მეუბნებოდა, რომ ლამაზი ვარ... მამაჩემს ცოტა მეტი რომ შევექე, კარგი იქნებოდა, ცხოვრებისთვის..."

276168765-666242951196772-2957336973551337533-n-1711698968.jpg

31889182-473089213108651-35976192259522560-n-1711698967.jpg

"ცხოვრებაში ბევრი დარდიც მქონია, ცრემლიც, მაგრამ ყველაფერს გულში ვინახავდი და ხშირად არც ვიმჩნევდი. შეიძლება რაღაც მქონდა ისეთი, რის გამოც ხალხს მოვწონდი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი კარგ ტონად არასოდეს მიმაჩნდა. ხშირად მეკითხებიან, ცხვირის ან სხვა პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებიაო? არა, ბატონო, ყველაფერი ჩემი წინაპრების დანატოვარი მაქვს. არასდროს იმის საშუალება არ მქონია, რომ პლასტიკური ოპერაციები მეკეთებინა".

75282401-828922710858631-8977271282672336896-n-1711698968.jpg55764330-680114195739484-2281048137244082176-n-1711698968.jpg326515864-1717946435273702-8228761716535807181-n-1711698968.jpg

"მართალია, ვფიქრობ, რომ ქალმა თავს უნდა მიხედოს, მაგრამ ეს თვითმიზნად არ უნდა იქცეს. მთავარია, კარგი დედა იყო, კარგი მეგობარი, კარგი მეზობელი. როდესაც შვილები გყავს, მარტო თავის მოვლაზე ვერ იფიქრებ. სახლსაც ვალაგებდი, სადილსაც ვაკეთებდი და ჩვეულებრივად ვშრომობდი, რადგან დედა ადრე გარდამეცვალა და მოსამსახურეც არასოდეს მყოლია. ბავშვის დამტოვებელი რომ არ მყავდა, ბაზარშიც მიმყავდა ხოლმე".

"ვარსკვლავი არც არასოდეს ვყოფილვარ, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი! ახლა მოიგონეს ეგ სიტყვა, თორემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქრობდით, გვეშრომა, ბევრი წიგნი წაგვეკითხა, კარგ ადამიანებთან ურთიერთობა გვქონოდა... ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი არ იბრალებდნენ, ვარსკვლავები ვართო... ყოფილ საბჭოთა კავშირში არ ყოფილა ნატოზე დიდი ვარსკვლავი! საზღვარგარეთ ამ წოდების ადამიანები დიდ ანაზღაურებას იღებენ, იმიტომაც აქვს იქ აზრი, მერე ქველმოქმედება გაწიონ, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთონ. ჩვენთან ძალიან კარგი მსახიობები და ასევე კარგი ადამიანები იყვნენ. ბევრ მათგანთან ერთად გადაღებაზე ვყოფილვარ. ვხედავდი, როგორ იტანდნენ სიცივეს, მძიმე პირობებს. "

"ნამდვილად ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, არ ვიყავი ცუდი გოგო, მაგრამ ეგ ჩემი კი არა, გენების დამსახურება იყო... ვერის ბაღთან, ჩემი სახლის წინ ზაფხულის კინოთეატრი იყო... ბაღში ძველებური ნაყინი იყიდებოდა, ძალიან კარგი ხარისხის, ეტყობა მაშინ არაფერს ურევდნენ. იქ ჩემი ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ არ მაწუხებდნენ, კინოთეატრის აფიშასთან თავისთვის იდგნენ და აივანზე რომ გავიდოდი, იქიდან მიყურებდნენ. ვისაც უფრო ახლოს ვიცნობდი, სულ მახსოვდა რომ მასთან სხვა თაყვანისმცემელზე არ წამომცდენოდა, ჩხუბი რომ არ მომხდარიყო... ძალიან ინტელექტუალური ბიჭები იყვნენ, რადგან კითხვა მოდაში იყო..."

"ყოველთვის მყოფნიდა რაც მქონდა და დღესაც ვერ წარმომიდგენია, ბანკიდან კრედიტი გამოიტანო, მხოლოდ იმისთვის, კარგად ჩავიცვა და დავიხურო. ღმერთმა ყველას აშოროს და კრედიტს მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თუ ავიღებ... მაწვნის ნისიად წამოღებაც კი არ მიყვარს, თუ არ მაქვს, არ ვიყიდი... მეუღლეს ფული ჰქონდა, სულ სიკეთეს აკეთებდა, მაგრამ მე რემონტს, მოგზაურობებს, არაფერს ვთხოვდი. ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ - დანია, შვედეთი, გერმანია... ადამიანი რასაც ითხოვ იმას იღებ და არ ვთხოვდი. თუმცა მისი იმედი სულ მქონდა".

"მეუღლე 14 წლის წინ გარდამეცვალა. მის შემდეგ ჩემი შვილები ჩემი დედები გახდნენ, ძალიან მივლიან, მეხმარებიან... რომც არ მომეხმარონ მირჩევნია ტაფაზე პური გავაცხელო, ორი სტაფილო, ორი ბულგარული ვიყიდო და ასე ადვილად გადავიარო. გართულება არ მაქვს. წუწუნს ვერ ვიტან და ერთი ქალბატონი, რომელიც სახლში რაღაცებზე მეხმარებოდა, მითხრა შენ მაძღარი სისხლი გაქვს, არაფერზე არ წუწუნებო... ამ გენეტიკას სულ ვგრძნობდი. მამაჩემი ამბობდა, რაც გაქვს, უნდა იკმაროო. ასე გავატარე მთელი ცხოვრება!"

324469311-1261374637922871-2741129248799234405-n-1711698968.jpg

"შვილიშვილის დაბადება გადასარევი შეგრძნება იყო, მეგონა, ბავშვი მე გავაჩინე და სულ მინდოდა, ძუძუ მეჭმია. სულ ვიხუტებდი, გულში ვიკრავდი... ჩემს შვილიშვილებს ვზრდიდი, ხან ერთს მივარბენინებდი ეტლით, ან მეორეს ხელით, მათზე ძალიან ვზრუნავდი. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ერთმა ამხანაგმა, რომელიც გარკვეული პერიოდი ჩემთან ცხოვრობდა, მითხრა, ამ ამპლუაში რა სხვანაირი ხარ, რამდენად დიდი ბედნიერება გაქვს სახეზეო... ახლა უკვე დიდები არიან, მუშაობენ, შრომობენ და აღარ სცალიათ ჩემთან ხშირად რომ იყვნენ. სამი შვილთაშვილი მყავს, მაგრამ მათზე ამაგი ნამდვილად აღარ მაქვს".