მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - ფოტო და ვიდეო წვეულებიდან - მშობლები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - ფოტო და ვიდეო წვეულებიდან

2024-03-29 12:32:24+04:00

ები და ბრიტანი ჰენსელები,თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დებად ითვლებიან, მათ საერთო მხრები, ხელები, ორი ფეხი და ორი გული აქვთ. ისინი 1990 წელს ამერიკაში, მინესოტის შტატში დაიბადნენ. სირთულის მიუხედავად, მათ ცხოვრების გაგრძელება შეძლეს, ისწავლეს სიარული, მიიღეს განათლება, დადიოდნენ სპორტზე, ჰქონდათ თავიანთი ჰობი და ზოგადად, ცდილობენ, სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეთ...

ამჯერად დების ცხოვრებაში სიახლეა -ები დაქორწინდა. მისი რჩეული ჯოშ ბოულინგია, შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი. როგორც ცნობილია, წყვილი 2021 წელს დაქორწინდა, თუმცა საზოგადოებას ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობა.

დები 1990 წელს დაიბადნენ. მშობლებმა ოპერაციის ჩატარებაზე უარი განაცხადეს, რადგან ბავშვების გადარჩენის შანსი მცირე იყო. მათ მდგომარეობას მიზნების მიღწევაში ხელი არ შეუშლია: ტყუპებმა 16 წლის ასაკში მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარეს, კოლეჯი დაამთავრეს და ევროპაში იმოგზაურეს. ები აკონტროლებს მათ მარჯვენა მკლავს და ფეხს, ხოლო ბრეტანი აკონტროლებს მარცხენა მხარეს. განაგრძეთ კითხვა

ერთს კოცნის და მეორეს აიგნორებს - სიამის ტყუპის ქორწინების ახალი დეტალები და დების გეგმა, შვილი იყოლიონ

ორი გული, ორი თავი, ერთი ღვიძლი, ორი პიროვნება... - მსოფლიოში ცნობილი სიამის ტყუპი 31 წლის გახდა