საბერძნეთის დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდიბუდუ ზივზივაძე გერმანულ კლუბ "კარლსრუეს" დაუბრუნდა, სადაც თანაგუნდელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
30 წლის ქართველი სპორტსმენის ღირებულება transfermarkt.com-ზე ამჟამინდელი მონაცემებით 700 ათასი ევროა. გერმანული მედია ქართველ ფორვარდზე წერს:
"მისი სამშობლო საქართველოა. ბუდუს ინსტაგრამზე გვხვდება, ძირითადად, ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები. როგორც ჩანს, პროფესიონალისთვისაც ყველაფერი ცოლის, ქალიშვილისა და ფეხბურთის გარშემო ტრიალებს.“
ოჯახი წლების წინ შექმნა, მეუღლე ნინი კვერნაძე, როგორც თავად ბუდუ, ქუთაისიდან არის. წლების წინ წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და ერთ გოგონას, შაის ზრდიან.
პოპულარობის შემდეგ მედია მისი სახელითაც დაინტერესდა. როგორც ფეხბურთელის მამა 2018 წელს სოციალურ ქსელში წერდა, შვილს მამის სახელი დაარქვა.
"1994 წლის 10 მარტია. მის დაბადებას ველოდებით, მაგრამ ისეთი დროა, ვაზი სამუშაოებს მოითხოვს. სოფელში ვარ, გამალებულ სამუშაოებს ვასრულებ. მიშიკო ავალიანი და დათო გეგეშიძე გამოჩნდნენ. გულმა მიგრძნო და ისმის მიშიკოს ხმა - ბიჭია, ბიჭიიი!
პირველი რაც გავიფიქრე, მამაჩემის სახელი და ადამიანობა გაგრძელდა. ბაბუასავით თავაწეული დააბიჯებს ამ ქვეყანაზე. წარმატებები შენს მომავალს!“ - წერდა კახა ზივზივაძე. განაგრძეთ კითხვა