"ჩემი ცხოვრება მილიონერის შვილის ცხოვრება არ არის... მე და ჩემი და გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი არ ვყოფილვართ, ზღვა­რი ყო­ველ­თვის ვი­ცო­დით, რაც დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა"  - როგორ ცხოვრობს ლაკო ბუკია და სად ზრდის შვილებს - მშობლები

"ჩემი ცხოვრება მილიონერის შვილის ცხოვრება არ არის... მე და ჩემი და გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი არ ვყოფილვართ, ზღვა­რი ყო­ველ­თვის ვი­ცო­დით, რაც დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა"  - როგორ ცხოვრობს ლაკო ბუკია და სად ზრდის შვილებს

2024-03-31 11:29:42+04:00

დიზაინერილაკო ბუკიაქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი...

თუ როგორია მისი დღევანდელობა, ცხოვრობს თუ არა მილიონერის ცხოვრებით, რა იყო განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მოგზაურობებიდან, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...

- როგორია თქვენი დღევანდელობა, როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრება?

- დღეს კარიერულად უფრო აქტიურად ჩემი სამკაულების კომპანიის საქმიანობაში ვარ ჩართული. ტანსაცმლის დიზაინის ხაზი დროებით შეჩერებული მაქვს. ჩემი შვილი ერთი წლისაა, შარშან გავაჩინე პატარა გოგო და ამ ეტაპზე გადავწყვიტე, დრო მისთვის დამეთმო... საქმიანი თვალსაზრისით მაინც არ მაქვს პაუზა, პარტნიორი მყავს, ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს და უფრო მეტად მაქვს საშუალება, გარე და შიდა საქმეებს მივხედო. ძირითადად საზღვარგარეთ ვართ წარმოდგენილი. ჩვენი კომპანიის სამკაული დაახლოებით, ოც ქვეყანაში იყიდება. თანდათან უფრო ვავითარებთ, გვსურს მაქსიმალურად მეტ ქვეყნებში გავიტანოთ, ახლახან ჩინეთის ბაზარზე გავედით და ასე შემდეგ.. საქართველოში შარშან გავხსენით სტენდი - სითი მოლში და უკვე დაიკეტა, რადგან ერთწლიანი კონტრაქტი გვქონდა. ჩვენი სამკაულების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად იყო შესაძლებელი... სამკაულები მალე საქართველოში ისევ იქნება წარმოდგენილი.

- საქართველოში ცხოვრობთ თუ საზღვარგარეთ?

- უკვე კარგა ხანია საქართველოში ვცხოვრობ... სანამ მოდის სფეროში აქტიურად ვიყავი ჩართული, წელიწადში ორჯერ საფრანგეთში, შოურუმზე დავდიოდი. რადგან ეს საქმე შევაჩერე, ჯერჯერობით პარიზში წასვლა აღარ მიწევს, მაგრამ როცა დრო მაქვს, ვმოგზაურობ. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ორ შვილთან ერთად რასაკვირველია, ძალიან რთულია, ამიტომაც ჯერ პატარა საზღვარგარეთ არ გამიყვანია. უფროსი რამდენჯერმე მყავდა წაყვანილი. ძირითადად მარტოს, ან მეუღლესთან ერთად მიწევს მოგზაურობა.

- დამხმარე გყავთ?

- დიახ..

- თქვენს შესახებ ხშირად ისმის ფრაზა - მილიონერის შვილი...

- ეგ თემა სულ მაწუხებს... ჩემი ცხოვრება ნამდვილად არ არის, როგორც მილიონერის შვილის ცხოვრება, ახლოსაც კი არ არის. ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. ჯერ ერთი, ჩემი ოჯახი მყავს და ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ. ნამდვილად არ მაქვს ისეთი ფუფუნება, ვინმეს მილიონერი ვეგონო. არც მშობლების ოჯახია ისე, როგორც ჰგონიათ. მართალია იყო პერიოდი, როდესაც მამაჩემს საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. სიმართლე გითხრათ, როცა იყო, მაშინაც კი მე და ჩემს დას მილიონერებივით არ გვიცხოვრია. ზღვარი ყოველთვის ვიცოდით, რაც დედაჩემის დამსახურებაა. ლიმიტები არსებობდა და განსაკუთრებული ფუფუნება არასოდეს გვქონია. ალბათ, განსხვავება იმით იყო, რომ უცხოეთში ვსწავლობდით და ამის საშუალება ნამდვილად გვქონდა. თუმცა ჩემი და ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა, გრანტი მოიპოვა და ისე სწავლობდა. ბევრი სხვა საკითხიც არის და ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ლარნაკით მოგვართვა... პატარები რომ ვიყავით, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში, ჩვენც ისე ვიზრდებოდით. არასოდეს გვქონია თავზე დაყრილი სათამაშოები, რამდენიმე გვქონდა და ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი იყო, გათამამებული ბავშვები ნამდვილად არ ვიყავით.

- ბავშვების გაზრდაში რამდენად ხართ ჩართული?

- სრულიად თავად ვარ მოცული ჩემი შვილების გაზრდით. დამხმარე იმიტომ მყავს, რომ ამ ეტაპზე ვერავინ მეხმარება. დედა ვერ ახერხებს, დედამთილი არ მყავს. თავად ვზრდი შვილებს, ყოველდღიურად სკოლაში მიყვანა, წამოყვანა, გართობა, გასეირნება, ჩემთან ძინავთ. ყველაზე აქტიური დედა ვარ. დამხმარეს მაშინ თუ ვუტოვებ, როცა აუცილებელია სამსახურის ან პირად საქმეზე გავიდე...

განაგრძეთ კითხვა