რძალ-დედამთილის შერიგება შედგა - ვიქტორია ბექჰემის და ნიკოლა პელტცის ცეკვამ ინტერნეტი მოიცვა - მშობლები

რძალ-დედამთილის შერიგება შედგა - ვიქტორია ბექჰემის და ნიკოლა პელტცის ცეკვამ ინტერნეტი მოიცვა

2024-04-01 08:31:06+04:00

როგორც ჩანს, საბოლოოდ დაისადგურა მშვიდობამ ვიქტორია ბექჰემსა და მის რძალს შორის. კვირას კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობდა და ამასთან დაკავშირებით ბექჰემების მთელი ოჯახობა ერთად შეიკრიბა იახტაზე. სწორედ იქ ჩაწერა რძალ-დედამთილმა "სპაის გერლზის" ცნობილ სიმღერაზე ცეკვა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

83068551-13255765-victoria-beckham-r-flashed-her-teeth-in-a-rare-smile-while-celeb-a-19-1711831511130-1711946118.jpg

a1f0030e-f70c-4f69-9018-5ebae0080e70-1711946148.jpg

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმები ვიქტორია ბექჰემსა და მისი ვაჟის მეუღლეს შორის უთანხმოებაზე, ეს ვიდეო მართლაც შთამბეჭდავი იყო. როგორც ცნობილია, დავა ქორწილის ორგანიზებას მოჰყვა, საუბრობდნენ, რომ ბრუკლინის რჩეულმა უარი თქვა ვიქტორიას მიერ შეთავაზებული, მისი დიზაინით შექმნილი კაბის ჩაცმაზე და ეს გახდა განხეთქილების საბაბი. მაშინ წერდნენ, რომ ბრუკლინი ცალსახად მეუღლის მხარეზე დადგა და ამანაც გააბრაზა ვიქტორია...

თუმცა ფაქტია, ბოლო დროს ნიკოლა პელტცი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ქმრის ოჯახთან და დედამთილთან საერთო ენაც გამოძებნა.

gettyimages-1984634524-ad1861d4078e40b0bdcabf90c145cd6a-1711946118.jpg