სამხრეთ კორეაში საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლმა ქალებმა მამაკაცებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რამაც უკვე გამოიწვია ქვეყანაში შობადობის სწრაფი კლება. ქალები მასობრივად უარს ამბობენ ქორწინებაზე და მამაკაცებთანურთიერთობაზე.
ქვეყანაში 4B ("ოთხი არა) მოძრაობა სულ უფრო ფართოვდება. "ოთხი არას“ წესი გულისხმობს გაცნობაზე, ქორწინებაზე, სექსზე და მამაკაცებისგან შვილების გაჩენაზე უარს. ამ რადიკალური გზით, კორეელი ქალები ებრძვიან გენდერულ დისკრიმინაციას, სექსიზმს, ქალიშვილობასა და სექსუალურ ძალადობას ქვეყანაში და ითხოვენ უკეთესად მოპყრობას.
სტატისტიკის მიხედვით, სამხრეთ კორეაში ქალები მამაკაცებზე 30%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ და ხშირად იძულებულნი არიან არჩევანი გააკეთონ კარიერასა და ოჯახს შორის. განაგრძეთ კითხვა