რატომ გახდა კვლავ პოპულარული ტაროლოგია და როგორ ხდება ბანქოთი წინასწარმეტყველება - მშობლები

რატომ გახდა კვლავ პოპულარული ტაროლოგია და როგორ ხდება ბანქოთი წინასწარმეტყველება

2024-04-02 14:58:57+04:00

ბოლო დროს ტაროლოგია და ბანქოზე "მკითხაობა" მთელ მსოფლიოში კიდევ ერთხელ ამობრწყინდა, განსაკუთრებით გააქტიურდა და საქართველოშიც არაერთი ადამიანია დაინტერესებული. სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად წერენ თავიანთი გამოცდილების, სპეციალისტებისა და რეკომენდაციების შესახებ. ზოგი ამბობს, რომ სრული სიზუსტით ახდა ის, რაც ტაროლოგმა უთხრა. ზოგს კი მომავლის წინასწარმეტყველების არ სჯერა და სკეპტიკურადაა განწყობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის, როდესაც ამ თემაზე საუბარს იწყებენ, ძალიან დიდი გამოხმაურებაა და უამრავი კომენტარიც იწერება.

როგორც ტაროლოგები ამბობენ, ტარო ადამიანებს ირგვლივ არსებული სამყაროს საფუძვლიანად შესწავლაში ეხმარება. ტაროს დახმარებით შეგიძლიათ, სამომავლო ტენდენციებიც იწინასწარმეტყველოთ და საკუთარ არაცნობიერშიც ჩაიხედოთ.

ტაროში თითოეული ბარათი არქეტიპებად განისაზღვრება და მათ საკუთარი სიმბოლოების ნაკრები აქვთ, რასაც სპეციალური ცოდნა და გაშიფვრა სჭირდება. როგორც ტაროლოგები ამბობენ, ეს სიმბოლოები გარკვეულ კოდს, პაროლს წარმოადგენს. ტაროს მკითხველი კი "მეგზურის“ როლს ასრულებს. ის ბარათებზე დატანილი სიმბოლოებით კოდებს შიფრავს და კლიენტისთვის გასაგებ ენაზე ხსნის.

კარლ იუნგი წერდა, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ერთიანდება. ტაროს მკითხველი ბარათების გამოყენებით ამ საინფორმაციო ველში შედის, კლიენტის ტერიტორიაზე გადადის, უერთდება მის პირად ველს და შიფრავს სიმბოლოებს.

თითოეულ ტაროლოგს ბარათების გაშლის საკუთარი ტაქტიკა აქვს, შემდეგ კი ყოველ სიმბოლოს უღრმავდება. როგორც ტაროლოგები ამბობენ, ბარათები სიტუაციის განვითარების მთავარ ხაზს აყალიბებენ. თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ბარათებმა შესაძლოა, საბოლოო ჭეშმარიტება არ მოგვცეს და თავად ტაროლოგსაც გაუჩინოს შეკითხვები.

ტაროლოგები იმასაც ამბობენ, რომ ბანქო ყოველთვის მზად არ არის, პასუხი გასცეს იმ შეკითხვას, რომელსაც ადამიანები უსვამენ. მაგალითად, თუ ადამიანი პასუხის მოსასმენად თავად არ არის მზად, ტაროც ჩუმდება, ან ზედაპირულ ინფორმაციას იძლევა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე და მის სურვილსა და მზაობაზე, რომ მიიღოს ინფორმაცია. მათ შორის, მოულოდნელი პასუხებიც.

გარდა ამისა, ტაროლოგები ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც პიროვნების შესახებ დაკავშირებული ველი იხურება, რა დროსაც გაშლა სხვა დროისთვის უნდა გადაიდოს, ან ინახოს ის ტრიგერები, რომლებიც ველზე წვდომას ბლოკავენ.

ადამიანს უფლება აქვს, მიღებული ინფორმაცია უგულებელყოს და ისე მოიქცეს, როგორც მიზანშეწონილად ჩათვლის. თუმცა, როგორც ტაროლოგები ამბობენ, თუ მიღებული ინფორმაციით უკმაყოფილო აღმოჩნდებით, კარტისთვის სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ერთი და იგივე შეკითხვის დასმა ფუჭია. მათი თქმით, ამ დროს ბანქოს ქაღალდი "ხუმრობას" იწყებს, თქვენც დაგაბნევთ და ვერასოდეს მიიღებთ იმ ინფორმაციას, რისი მოსმენაც გინდოდათ.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლოებს ადამიანის ცხოვრებისა და გამოცდილებების გასაგებად განსაზღვრული მნიშვნელობები აქვს. ტაროს ბარათები უნივერსალურ არქეტიპებს ასახავს, როგორებიცაა დედა, მამა, გმირი და ა.შ. ტაროს განლაგების სხვადასხვა მდგომარეობა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენს, როგორებიცაა აწმყო, წარსული, მომავალი, გარემოებები და ა.შ. ტაროს წაკითხვა სიმბოლოების, არქეტიპებისა და მდგომარეობების ინტერპრეტაციას კონტექსტთან მიმართებაში მოითხოვს. სპეციფიკურ ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

1-1712055928.1.jpg

ტაროს ინტერპრეტაცია შეიძლება არასწორი და არასარწმუნო რამდენიმე მიზეზის გამო იყოს:

  • სუბიექტურობა - ტაროს წაკითხვა და ინტერპრეტაცია ხშირად წამკითხავის პირად გამოცდილებებზე, ცოდნასა და აღქმაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერთი და იგივე განლაგება შეიძლება სხვადასხვა ტაროლოგმა განსხვავებულად ახსნას.
  • კონტექსტის იგნორირება - ტაროს ბარათების მნიშვნელობები სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით უნდა განიმარტოს. თუ წამკითხავი კონკრეტულ სიტუაციას, შეკითხვას ან პირობებს არ გაითვალისწინებს, მაშინ დრო ტყუილად დაიკარგება.
  • მცდარი ინტერპრეტაცია - ზოგიერთი სიმბოლო ან არქეტიპის მნიშვნელობა შეიძლება არასწორად იყოს გაგებული, ან მათ შორის კავშირის დადგენა ტაროლოგმა ვერ მოახერხოს.
  • მანიპულაცია - ზოგჯერ წამკითხავი შეიძლება უნებლიედ ან განზრახ შეეცადოს მანიპულაციას, რათა პასუხები კლიენტის სურვილსა და მოლოდინებს მოარგოს და კეთილგანწყობა დაიმსახუროს.

ამრიგად, ტაროლოგები ამბობენ, რომ ტაროს პასუხის სარწმუნოობა ტაროლოგის გამოცდილებაზე, ობიექტურობასა და ინტუიციაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და ინტერპრეტაციისას კონტექსტის გათვალისწინება.

ტაროლოგების თქმით, ამ თემაზე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

  • ეთიკა და ზნეობა - ტაროს არასწორად გამოყენებას შეუძლია, ადამიანები დააზარალოს ან შეაშინოს. წამკითხავმა ეთიკური ნორმები უნდა დაიცვას და ტარო ზიანის მიყენების ან მანიპულაციის მიზნით არ უნდა გამოიყენოს.
  • ღრმა ცოდნა - ტარო გრძელვადიან შესწავლასა და პრაქტიკას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორ ინფორმაციას მიიღებთ.
  • შემოქმედებითი მიდგომა - ტაროს შეიძლება უფრო ფართო გამოყენება ჰქონდეს, ვიდრე უბრალოდ წინასწარმეტყველება. მას შეუძლია, ადამიანებს შემოქმედებითი იდეების გენერირებასა და თვითგამოხატვაში დაეხმაროს.
  • კრიტიკული დამოკიდებულება - როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კრიტიკული და ბალანსირებული დამოკიდებულების შევინარჩუნოთ. ტაროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ და არც მასზე დამოკიდებული გავხდეთ.

ზოგადად, როგორც ტაროლოგები ამბობენ, ტარო საინტერესო და ღრმა სიმბოლური სისტემაა, თუმცა ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება - დაუჯერებს კონკრეტულ სიმბოლოებს, თუ უგულებელყოფს.