კაცს, რომელიც სიამის ტყუპი დებიდან ერთ-ერთზე დაქორწინდა, ყოფილი ცოლი უჩივის - რა სკანდალში ეხვევა ჯოშუა ბოულინგი? - მშობლები

კაცს, რომელიც სიამის ტყუპი დებიდან ერთ-ერთზე დაქორწინდა, ყოფილი ცოლი უჩივის - რა სკანდალში ეხვევა ჯოშუა ბოულინგი?

2024-04-02 22:34:10+04:00

სიამის ტყუპი დების, ები და ბრიტანი ჰენსელების მეუღლის ჯოშუა ბოულინგის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.ჯოშუას ყოფილმა ცოლმა ანიკამ ბავშვზე მეურვეობის დასაკისრებლად სასამართლოს მიმართა.

ჯოშუა უკვე ორი წელია, რაც სიამის ერთ-ერთ ტყუპზე, ებიზეა დაქორწინებული. ანიკა და ჯოშუა 2010-2019 წლებში იყვნენ დაქორწინებული და სავარაუდოდ, სარჩელი მათ 3 წლის შვილს უნდა ეხებოდეს, რომელიც 2020 წელს, წყვილის განქორწინების შემდეგ დაიბადა.

New York Post-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, სარჩელი ჯოშუას ყოფილმა მეუღლემ, ანიკამ მინესოტას სასამართლოში 2023 წლის ოქტომბერში შეიტანა. საბუთების მიხედვით, ანიკას და ჯოშუას საერთო მეურვეობა აქვთ 8 წლის იზაბელაზე. მამობის სარჩელი, სავარაუდოდ, ანიკას მეორე შვილს უნდა ეხებოდეს, რომელიც 2020 წელს დაიბადა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები გაურკვეველია. მეურვეობაზე სარჩელი 2024 წლის 7 მარტს განახლდა, როცა სასამართლოში გენეტიკური ანალიზის დასკვნა შეიტანეს. განაგრძეთ კითხვა

ერთს კოცნის და მეორეს აიგნორებს - სიამის ტყუპის ქორწინების ახალი დეტალები და დების გეგმა, შვილი იყოლიონ