"ლამაზი სახელია და თან საქართველოში ჯერ არავის ერქვა..." - თათია თექთურმანიძის პასუხები, თუ რატომ დაარქვა ქალიშვილს ელაია და როგორ ებრძოდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას - მშობლები

"ლამაზი სახელია და თან საქართველოში ჯერ არავის ერქვა..." - თათია თექთურმანიძის პასუხები, თუ რატომ დაარქვა ქალიშვილს ელაია და როგორ ებრძოდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას

2024-04-03 08:33:35+04:00

თათია თექთურმანიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც უჩვეულო სახელი - ელაია დაარქვა. თუ რატომ აარჩია ეს სახელი, როგორ იხსენებს მშობიარობას, როგორ იკვებება ლაქტაციის დროს - ამ და სხვა საკითხებზე ინსტაგრამზე გამომწერებთან ისაუბრა.

თათიას თქმით, რთულია დედობა, განსაკუთრებით პირველი თვე, თუმცა აქვს თავისი, უკვე გამოცდილი საშუალებები, რითაც მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ებრძოდა - ტირილი, ბავშვთან ერთად სეირნობა და თავის მოვლა.

პატარა ელაია ჭურაძის ფოტოები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა თათია ამბობს, რომ მალე გამოაჩენს პატარას. რაც შეეხება მის სახელს, ელაია ბასკური სიტყვიდან მოდის და მერცხალს ნიშნავს. გარდა იმისა, რომ ლამაზი სახელია, იმიტომ აარჩიეს მშობლებმა, რომ ჯერ საქართველოში არავის ერქვა.

თათიამ ლაქტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვებისას თავს არ იზღუდავს.

snapinsta-1712119136.app_434480425_18423238585051844_3169246614044445934_n_1152.jpgsnapinsta-1712119136.app_434402679_18423237913051844_2047533063778840614_n_1152.jpgsnapinsta-1712119136.app_434394268_18423232006051844_7403642486471621393_n_1152.jpgsnapinsta-1712119135.app_434376520_18423229489051844_159380720419504664_n_1152.jpgsnapinsta-1712119135.app_434383507_18423241300051844_6025882266700354456_n_1152.jpgsnapinsta-1712119135.app_434142676_18423245923051844_2104029413930667962_n_1152.jpgsnapinsta-1712119135.app_434139461_18423234001051844_1259137354934464543_n_1152.jpgsnapinsta-1712119137.app_434507268_18423234652051844_6668364728050420433_n_1152.jpgsnapinsta-1712119137.app_434480587_18423163252051844_4259457347012403716_n_1080.jpgsnapinsta-1712119136.app_434469945_18423163240051844_4993539456800304756_n_1080.jpg

snapinsta-1712119134.app_429670178_18412883647051844_398062339537893400_n_1080.jpg

ელაია, თრინითი, მილა, კოსმო, გალა... - ცნობილი სახეები, რომლებმაც შვილებს უჩვეულო და იშვიათი სახელები დაარქვეს