ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვების ქცევაზე საუბრობს, რომლის გამოსწორებასაც უფროსები ჩხუბითა და ყვირილით ცდილობენ. თამარ გაგოშიძის თქმით, ბოლო დროს სპეციალისტთან მიმართვის ერთ-ერთი ხშირებული პრობლემა სწორედ ქცევის რეგულირების დაღვევაა.
„ამიტომ 2 წლიდან ვუწესებთ ბავშვს ჩარჩოებს და წესებს, ყოველგვარი ჩხუბის გარეშე. როცა ბავშვი უკვე იწყებს მანიპულირებას და ტირილით ითხოვს რაღაცას, ამ დროს არ უნდა გეგონოს, რომ თუ სურვილს არ აუსრულებ, ამით ნერვულ სისტემას დაუზიანებ. ბავშვმა უნდა იტიროს და თავისით დაწყნარდეს. როცა მოთხოვნით ტირის, ამა არ უნდა ავყვეთ, მას აქვს დაწესებული ჩარჩო და იცის, რას ვერ მიიღებს. მაგრამ აქაც ნიუანსია. არ უნდა გამოგრჩეთ ემოციური მხარდაჭერა, რაც ბავშვებს ძალიან აკლიათ. ხშირად ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობს, რა გაუხარდა, რა ეწყინა. სამწუხაროდ, ჩვენც ჩაქოლილი გვაქვს ეს ემოციები და ბავშვსაც არ ვასწავლით, “ - ამბობს თამარ გაგოშიძე.