"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს - მშობლები

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

2024-04-05 16:17:45+04:00

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.

  • სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. ბრალდებული მეუღლის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა.

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - თქვა ბრალდებულმა პროცესზე.

პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ადვოკატებმა პროცესზე მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებაც წარმოადგინეს, სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია.

განაგრძეთ კითხვა