პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატიხათუნა სამნიძემძიმე სენს ებრძვის. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ამჟამად ქიმიოთერაპიის კურსს გადის. მისი თქმით, როგორც კი პროცესი დასრულდება, აუცილებლად შეუერთდება კოლეგებს და "ფიზიკურადაც ჩაერთვება მათთან ერთად ბრძოლაში".
"მინდა ვთქვა, რატომ არ ვარ ჩართული ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს და ჩავერთვები ფიზიკურადაც ამ ბრძოლაში. განაგრძეთ კითხვა