9 მარტივი ჩვევა, რომლებიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ - მშობლები

9 მარტივი ჩვევა, რომლებიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

2024-04-08 10:11:43+04:00

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინაპრებზე საშუალოდ მეტ ხანს ვცხოვრობთ, სიცოცხლის ხანგრძლივობა მაინც გენეტიკურ “ლატარეაზეა“ დამოკიდებული. თუმცა, ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ყოველდღიურ რუტინაში მარტივმა ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა.რა ჩვევებია ეს?

Მეგობრებთან დროის გატარება

მეგობრებთან დროის გატარება ან თუნდაც უბრალოდ, მათთან კომუნიკაცია, უფრო ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებაში დაგეხმარებათ. ექსპერტები ამბობენ, რომ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება სტრესის მოხსნას უწყობს ხელს და ასევე ადამიანებს აქტიურობისაკენ უბიძგებს.

გამოიყენეთ კბილის ძაფი

კბილის ძაფი კბილებიდან იმ ნადებს აშორებს, რაც ღრძილების დაავადებების ძირითადი მიზეზია. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარების აზრით, ღრძილების დაავადების თავიდან აცილებამ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან დაგვიცვას.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღრძილების დაავადებამ შეიძლება ქრონიკული ანთებითი პროცესი გამოიწვიოს, რაც ათეროსკლეროზის განვითარების ძირითად ფაქტორად განიხილება. ეს უკანასკნელი კი არტერიებში ქოლესტერინის დაგროვებას იწვევს.

მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, თუ როგორ არის დაკავშირებული ღრძილების დაავადება დღეგრძელობასთან, რადგან ამ ფაქტორებზე შეიძლება მოწევა და კვებაც მოქმედებდეს. თუმცა, რისკების შესამცირებლად ისინი მაინც გვირჩევენ ძაფის გამოყენებას.

Იყავი აქტიური

საიდუმლო არ არის, რომ რეგულარული ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებს უჭირთ ფორმაში ყოფნა. ნუ უგულებელყოფთ ყველა შესაძლებლობას: მცირე აქტივობამაც კი შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს კეთილდღეობაზე.

ვარჯიში გეხმარებათ იყოთ ფორმაში, ამაგრებს თქვენს ძვლებსა და კუნთებს და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. კვლევებმა აჩვენა, რომ არ არის საჭირო სპორტდარბაზში საათების გატარება, მხოლოდ მცირე ვარჯიშები: დღეში მხოლოდ ათი წუთით გულისცემის გაზრდა საკმარისი იქნება თქვენი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ათ წუთში შეგიძლიათ შეასრულოთ როგორც მცირე ვარჯიში, ასევე მოახერხოთ სწრაფი სიარული, ან ცეკვა.

ნაკლები სტრესი

კვლევებმა აჩვენა, რომ პოზიტიური ხედვა ცხოვრებაზე და სტრესისა და დეპრესიის ნაკლებობა ხელს უწყობს დღეგრძელობას. მუდმივი პოზიტიური განწყობის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, თუმცა მცირე პოზიტიური ემოციური განცდებიც კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ჩახუტება, კოცნა, ცრემლები და, რაც მთავარია, სიცილი ამ პოზიტივის განცდაში დაგეხმარებთ. თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი სტრესი გაქვთ, ყოველდღიურ რუტინაში შეიტანეთ რაღაც, რაც სიამოვნებას და სიხარულს მოგანიჭებთ, თუნდაც უბრალოდ, კარგი წიგნის კითხვა ან სასიამოვნო ფილმის ყურება იყოს.

დალიეთ ზომიერად

ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება მძიმედ მოქმედებს ჩვენს ღვიძლსა და გულზე. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ 100%-ით თავშეკავება არ არის უკეთესი: ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება დაკავშირებულია რევმატოიდული ართრიტის შემცირებულ რისკთან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალებს, რომლებიც კვირაში 3 ჭიქაზე ნაკლებ ალკოჰოლს სვამდნენ, რომელიც შეიცავს 15 გრამ ეთანოლს (ეს დაახლოებით სამნახევარი ლუდია), რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი 37%-ით ნაკლები აქვთ.

2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ალკოჰოლის დალევამ შეიძლება სიცოცხლეც გაახანგრძლივოს, დადგინდა, რომ მამაკაცებს, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა ღვინოზე მეტს არ სვამენ, შეუძლიათ სიცოცხლე გაიხანგრძლივონ მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ სვამს.

ნუ მოერიდებით კოფეინს

2020 წლის კვლევის თანახმად, მწვანე ჩაის დალევა კვირაში სამჯერ მაინც სიცოცხლის გახანგრძლივობას იწვევს. მისი შედეგების მიხედვით, მათ, ვინც ჩაის არ სვამდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 20%-ით მეტი იყო.

ყავის მოყვარულთათვისაც კარგი ამბავია: 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინის ნებისმიერი რაოდენობა ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირებასთან ასოცირდება. საუკეთესო შედეგი აჩვენეს ადამიანებმა, რომლებიც დღეში ორ-სამ ფინჯან ყავას სვამენ. ითვლება, რომ ყავაში შემავალი ნივთიერებები ანთებას ამცირებს და ორგანიზმში მეტაბოლიზმს აჩქარებს.

50 წლის ადამიანთა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც დღეში ორ-ოთხ ფინჯან ყავას სვამდნენ, სიკვდილის რისკს მესამედით ამცირებდნენ.

ყურადღება მიაქციეთ სიმწვანეს

ჰარვარდის სკოლის მკვლევარების აზრით, ქალებს, რომლებიც მწვანე სივრცეში ცხოვრობდნენ, ადრეული სიკვდილის რისკი 12%-ით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ ცხოვრობდა მწვანე სივრცეში.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ირგვლივ ხეების დიდი რაოდენობა ხელს უწყობს უფრო ჯანსაღ და ხანგრძლივ სიცოცხლეს მრავალი ფაქტორის გამო. მათ შორის: დამატებითი ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და მავნე ელემენტების ზემოქმედების შემცირება, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება და ზოგადად გარემოს დაბინძურება.

დატკბით ხელოვნებით

რაც უფრო ხშირად კავდებიან ადამიანები შემოქმედებით, მით ნაკლებია ადრეული სიკვდილის რისკი. დღეში ნახევარი საათიც კი, რომელსაც ხატვაში ან საყვარელი მუსიკის მოსმენაში გაატარებთ, ამაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ შემოქმედებითი აქტივობა, არამედ მისით ტკბობა მაყურებლის როლშიც. კვლევამ, რომელიც 2004 წელს დაიწყო და თეატრებში, კონცერტებზე, მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებში ვიზიტების რაოდენობას აანალიზებდა, დაადგინა, რომ 12 წლის შემდეგ, ვინც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც დადიოდა თეატრში ან გალერეაში. სიკვდილის რისკი 14%-ით დაბალი იყო, ვიდრე მათთვის, ვინც საერთოდ არ დადიოდა.

მიირთვით მეტი პარკოსნები

ჯანსაღი, დაბალანსებული კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფორმის შენარჩუნებისა და დაავადების თავიდან ასაცილებლად. რაციონში დიდი რაოდენობით პარკოსნების, ბარდასა და ოსპის დამატებამ შეიძლება სიცოცხლე ათი წლით გაახანგრძლივოს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ საკვებით მდიდარ კვებაზე გადასვლა 20 წლის ასაკში, საშუალოდ, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას ქალებში ათი წლით, ხოლო მამაკაცებისთვის - ცამეტით.