პოპულარული საბავშვო იოგურტი „რასტიშკა“ დასახელებას იცვლის. არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების საყვარელი პროდუქტი ახალი დასახელებით იქნება ხელმისაწვდომი. ბრენდი ისტორიის ახალ თავს ახალი დასახელებით, „დანონინოთი“ იწყებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სიახლე მალევე აისახება მსოფლიოს 38 ქვეყანაში, სადაც „რასტიშკა“ იყიდება. მისი იოგურტები მილიონობით ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, უკვე 50 წელზე მეტია.
„ჩვენთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოჯახი. ჩვენ ვიცით, რომ მშობლებს მთელ მსოფლიოში სურთ, მათი შვილები იყვნენ ბედნიერები და ჯანმრთელები. დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ახალ საერთაშორისო სახელზე გადასვლა არ იმოქმედებს ყველაზე მნიშვნელოვანზე, თქვენი საყვარელი იოგურტის გემოსა და სასარგებლო თვისებებზე. ჩვენი პროდუქცია რჩება ისეთივე ხარისხიანი, გემრიელი და ჯანსაღი. ის შექმნილია მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და გამდიდრებულია კალციუმითა და ვიტამინი D3-ით. ვამაყობთ, რომ ვართ ამ მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი და გვჯერა, რომ სახელი „დანონინო“ საუკეთესოდ ასახავს „დანონის“ ჯგუფის საერთაშორისო გრძელვადიან გამოცდილებას და სტანდარტებს ბავშვებისთვის ჯანსაღი იოგურტების წარმოებაში,“ - აცხადებენ „დანონში“.
„დანონი“ რძის პროდუქტების მწარმოებელი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მისი მისიაა „რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოს ჯანმრთელობა საკვების მეშვეობით“.
„დანონინოს“ წარმოების თითოეული ეტაპი ქარხანაში გადის მკაცრ კონტროლს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ეს კეთდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თითოეული პროდუქტის უმაღლესი ხარისხი.
იოგურტები ახალი დასახელებით და ტრადიციულად მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ხილის ნატურალური გემოთი. ფრანგული ბრენდის პროდუქცია ასევე იყიდება პაუჩის ფორმითაც, რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.
ბრენდი რეკომენდებულია საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ.
R