ასეთი სახელების დარქმევას ფსიქოლოგები ბავშვებისთვის არ გირჩევენ - რა მიაჩნიათ ფსიქოლოგებს არასასურველ სახელებად? - მშობლები

ასეთი სახელების დარქმევას ფსიქოლოგები ბავშვებისთვის არ გირჩევენ - რა მიაჩნიათ ფსიქოლოგებს არასასურველ სახელებად?

2024-04-08 12:21:19+04:00

ბავშვისთვის სახელის არჩევა ოჯახში ხშირად ცხარე კამათს იწვევს. ზოგჯერ საქმე მხოლოდ გემოვნებაში არ არის, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ სახელის ზოგიერთი ვარიანტის დარქმევა მართლაც არ ღირს.

რა მიაჩნიათ ფსიქოლოგებს არასასურველ სახელებად?

ცუდი მოგონებების გამომწვევი სახელები

ხდება ისე, რომ სახელი დედას, მამას ან ოჯახის რომელიმე წევრს ძალიან მოსწონს, მაგრამ მეორე მშობელში ცუდ მოგონებებს იწვევს. ამ დროს ღირს, რომ მეუღლეს ანგარიში გაუწიოთ და სხვა ვარიანტი შეარჩიოთ. საუბარია მხოლოდ მშობლების არჩევანზე და არა იმაზე, რა მოსწონს ან არ მოსწონს ბებიას, პაპას, ბიძას, მამიდას და ა.შ.

სხვის მიერ არჩეული სახელი

არც ისე იშვიათად უფროსი თაობის ოჯახის წევრები სთხოვენ ახალგაზრდებს, რომ შვილს მათი ან მათ მიერ არჩეული სახელი დაარქვან.

ფსიქოლოგი გვირჩევენ, რომ მომავალი ბავშვის სახელი ოჯახურ საბჭოზე არ უნდა განიხილებოდეს. ერთადერთი, ვისაც ამ საკითხზე რეალური სიტყვა ეთქმის, ახალშობილის დედა და მამაა. ორსულობის დროს კითხვაზე, რას არქმევთ ბავშვს, შეგიძლიათ ღიმილით მიუგოთ, რომ ეს სიურპრიზი იქნება.

ძალიან უცნაური სახელები

იშვიათი სახელები ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. ყველა დედას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ამ ტენდენციის მიმართ. ზოგი თვლის, რომ უცნაური სახელები არ უხდება ქართულ გვარებს, ზოგს კი მით უფრო „ელამაზება“ სახელი, რაც უფრო უცნაურად ჟღერს.

ფსიქოლოგი ადასტურებს, რომ იშვიათ სახელებში ცუდი არაფერია. სახელები, რომლებიც ოდესღაც იშვიათი იყო, შეიძლება ერთ-ორ წელიწადში მოდური გახდეს, თუმცა მაინც ჯობს ძალიან არაადეკვატური სახელები მაინც არ შევარჩიოთ, რადგან რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ადამიანს საზოგადოებისგან გარკვეული გაუცხოება შეხვდეს.

ძალიან გავრცელებული სახელები

ისიც ძნელია, როცა ერთადერთი ხარ მთელ სკოლაში, მაგრამ კლასში მეშვიდე ან მეხუთე სეხნიის არსებობაც არც ისე სასიამოვნოა. თუმცა არ უნდა გეშინოდეთ, რომ ჩვეულებრივი, ნაცნობი სახელი თქვენს შვილს ჩვეულებრივ და შეუმჩნეველ ადამიანად აქცევს. მიუხედავად კლასში სეხნიების რაოდენობისა, ბავშვს ყოველთვის გამოარჩევს თავისი უნარი და შესაძლებლობები და დიდ წარმატებასაც მიარწევს.

"უსქესო" სახელები

სახელები, რომლებსაც გოგონებსაც არქმევენ და ბიჭებსაც, უცხოეთში საკმაოდ გავრცელებულია. ბუნებრივია, ისინი ჩვენთანაც შემოდის. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ბავშვობაში შეიძლება პატარას ცუდი განცდა დარჩეს, როცა მისი სახელი სხვა სქესის ბავშვებს ჰქვიათ.

ელაია, თრინითი, მილა, კოსმო, გალა... - ცნობილი სახეები, რომლებმაც შვილებს უჩვეულო და იშვიათი სახელები დაარქვეს