"ის უფრო ჰგავს კრისს, ვიდრე კრისი თავის თავს..." - კრის მარტინისა და გვინეტ პელტროუს 18 წლის ვაჟის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

"ის უფრო ჰგავს კრისს, ვიდრე კრისი თავის თავს..." - კრის მარტინისა და გვინეტ პელტროუს 18 წლის ვაჟის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2024-04-09 11:08:56+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავმა გვინეტ პელტროუმ ინსტაგრამზე თავისი 18 წლის ვაჟის მოზესის ფოტო გამოაქვეყნა. მან მოზესს მე-18 დაბადების დღე მიულოცა. "ძალიან ვამაყობ იმ ადამიანით, რომელიც შენ ახლა ხარ, როცა ზრდასრულ ცხოვრებაში უნდა შეაბიჯო. მიყვარხარ მეტად, ვიდრე ამის სიტყვებით გამოხატვა შეიძლება", - წერს გვინეტი.

გამომწერებმა ერთხმად აღნიშნეს მოზესის დიდი მსგავსება ცნობილ მამასთან - "ქოლდპლეის" სოლისტ კრის მარტინთან. "მოზესი მამის ასლია", "ის უფრო ჰგავს კრისს, ვიდრე კრისი თავის თავს" - წერენ კომენტარებში.

2f7334be5179274f37b4adac3954ba2b-1712646866.jpg

gwyneth-paltrow-posiert-mit-ihrem-sohn-moses-martin-1712646867.jpg

გვინეტი და კრისი 2014 წელს გაიყარნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ - 19 წლის გოგონა ეპლი და ვაჟი მოზესი.

gettyimages-1455825836-b05f79e7028449f69fa14a010438acca-1712646866.jpggwyneth-paltrow-chris-martin-mothers-day-kids-1712646867.jpge51d8347707ea97127a4257ff5ff383f-1712646866.jpg

კრისი ამ ეტაპზე მსახიობ დაკოტა ჯონსონს ხვდება და ამბობენ, რომ დაქორწინებასაც აპირებენ. თავად გვინეტიც დაქორწინებულიაა ბრედ ფელჩაკზე.

johnson-martin-1-2000-8d621de783614870ae3b121fed872c5f-1712646867.jpg