თაკო საზინა ორსულად არის - მან და მისმა მეუღლემ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნეს - მშობლები

თაკო საზინა ორსულად არის - მან და მისმა მეუღლემ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნეს

2024-04-09 22:07:46+04:00

თაკო საზინა ცნობილი ვლოგერია, ვიზაჟისტი და ინფლუენსერი, რომელიც საზოგადოებამ ვიდეოებით გაიცნო. საზინა გამომწერებს ასწავლის მაკიაჟის გაკეთებას როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვებზე. გარდა ამისა, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ყოველთვის აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

434067883-971033997720287-5420269708961047244-n-1712686700.jpg

საზინა დაახლოებით ერთი წლის წინ გათხოვდა, მისი რჩეული ვიდეოგრაფი თორნიკე სეხნიაშვილია. შეიძლება ითქვას, რომ თაკომ საზოგადოების თვალწინ მოაწყო სახლი და თავის ყოველდღიურობას უზიარებს. დღეს, სწორედ ვიდეოს საშუალებით გახადა საჯარო, რომ ორსულადაა და წყვილი პირველ შვილს ელოდება. საზინას უამრავი თაყვანისმცემელი ულოცავს ამ შესანიშნავ სიახლეს.

313378522-678700316953658-2664617819915618971-n-1712686699.jpg

416116727-925104282313259-3180356645271388255-n-1712686700.jpg

თეკლა ჟვანია