კომპიუტერული ტომოგრაფია კტ (CT)არის დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს რენტგენის სხივებზე დაფუძნებულ კვლევას. მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გატყორცნილი სხივების საშუალებით კომპიუტერული ტომოგრაფი გვაძლევს სამ განზომილებიან გამოსახულებას, რისი მეშვეობითაც ვიზუალიზაცია გამარტივებულია და დიაგნოსტიკა უფრო მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი.
რადიაციული გამოსხივება
CT/კტ - კვლევისდროს პაციენტს იონურ გამოსხივებასთან უწევს კონტაქტი, რადიაციის ეს მცირე რაოდენობა სამომავლოდ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დიდი დოზით მიღება არ არის რეკომენდებული. ზოგადად,CT/კტ - კვლევისდროს გამოყენებული რადიაციის დოზა შედარებით უფრო დიდია, ვიდრე რენტგენის გადაღების დროს, თუმცა სწორედ ეს შედარებით დიდი დოზა განაპირობებს იმას, რომკომპიუტერული ტომოგრაფიაბევრად უფრო დეტალურ შედეგებს იძლევა.
საერთო ჯამში,CT/კტ - კვლევისგანმიღებული სარგებელი აღემატება მასთან დაკავშირებულ მცირე პოტენციურ რისკს. ექიმები, როგორც წესი, რადიაციას იყენებენ მაქსიმალურად მცირე დოზით საჭირო სამედიცინო ინფორმაციის მისაღებად. ასევე, რაც უფრო ახალი და სწრაფია ტომოგრაფი, მით უფრო მცირე დოზით იყენებს რადიაციას, ძველ აპარატთან შედარებით.
„ავერსის კლინიკაში“არსებულიCanon – Aquilion One/Genesisკი უახლესი მოდელის, 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. იგი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი, რის გამოც ახასიათებს:
კომპიუტერული ტომოგრაფის (CT/კტ)სხვა ბენეფიტები:
საფრთხე ორსულთათვის
პაციენტის ორსულობის შესახებ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.ორსულობისას კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის რეკომენდებული.ორსულისთვის ექიმმა შესაძლოა, სხვაგვარი კვლევის ჩატარება მიიჩნიოს უმჯობესად, მაგალითად, ულტრაბგერითი ანმაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის,რათა ნაყოფის დასხივებას აარიდოს თავი.
რეაქცია კონტრასტზე
ზოგიერთი შემთხვევების დროს ექიმმა, შესაძლოა, სპეციალური ნივთიერების - კონტრასტის გამოყენების რეკომენდაცია მოგცეთ.კონტრასტიწარმოადგენს ნივთიერებას, რომელსაც ან ხსნარის (სითხის) სახით დალევთ ან თქვენს ორგანიზმში შეიყვანენ ინტრავენურად კვლევის პროცესში.
კონტრასტზე რეაქციების უმრავლესობა მეტწილად სუსტია და გამონაყარით ან ქავილით გამოიხატება. იშვიათ შემთხვევებში კი შესაძლოა სერიოზულიალერგია (ანაფილაქსია)გამოიწვიოს. ამიტომ, ექიმს აუცილებლად უნდა უთხრათ თუკი ოდესმე ალერგიული რეაქცია გქონიათ, კონტრასტზე ან იოდის შემცველ საშუალებებზე.
დეტალური უპირატესობები, რომლებიც „ავერსის კლინიკის“ კომპიუტერულ ტომოგრაფებს ახასიათებთ:
R