ლელა წურწუმია ძარცვაზე, შეწყვეტილ ორსულობასა და გატაცების მცდელობაზე - "არაფერი არ დამხვდა სახლში, ჩემი ტანსაცმლის გარდა..." - მშობლები

ლელა წურწუმია ძარცვაზე, შეწყვეტილ ორსულობასა და გატაცების მცდელობაზე - "არაფერი არ დამხვდა სახლში, ჩემი ტანსაცმლის გარდა..."

2024-04-10 21:28:04+04:00

ლელა წურწუმია "ნიკოლოზის კითხვებს" სტუმრობდა და გაიხსენა მძიმე მომენტები მისი ცხოვრებიდან - შეწყვეტილი ორსულობა, გატაცების მცდელობა და სახლის ძარცვა.

"არაფერი დამხვდა სახლში, ჩემი ტანისამოსის გარდა. მძარცველი კარგად მიცნობდა და იცოდა, რომ ჩემი შეკერილი ტანისამოსი იყო და ვერაფერს უზამდა. დანარჩენი ყველაფერი წაღებული იყო - სამკაული, ფული, პარფიუმერია, ფეხსაცმელი, ელექტრომოწყობილობები... შიშისგან ღამეებს ვათენებდი, სულ მეგონა ბინაში ვინმე შემოიჭრებოდა"