ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის 15 წლის ქალიშვილმა ბიჭის სახელი დაირქვა და მოითხოვს, ყველამ ასე მიმართოს - მშობლები

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის 15 წლის ქალიშვილმა ბიჭის სახელი დაირქვა და მოითხოვს, ყველამ ასე მიმართოს

2024-04-11 08:11:07+04:00

თავიდან ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის სამი შვილიდან ერთ-ერთმა - სერაფინამ, ჩაცმის სტილი შეიცვალა, მერე თმა გადაიპარსა, ახლა კი ამბობს, რომ სერაფინა აღარ ჰქვია, ფინია და ასე უნდა მიმართონ. გოგონა უკვე ახალი სახელით ეცნობა ყველას და მოითხოვს გარშემო მყოფებისგან, პატივი სცენ მის არჩევანს.

449x600-1-9e82946b849c400eb65c3c7409582b00787x1051-0xitid3ity-1275558937320844152-1712809209.jpg

ახალი იმიჯით - პიჯაკით და მოკლე ვარცხნილობით, 15 წლის სერაფინა გასულ უქმეებზე ბაბუის დაკრძალვაზე გამოჩნდა. ჯენიფერ გარნერის მამა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

555x600-1-8b49730bc6011fa1247eaef56fd9e3e6634x686-0x4iusoxlf-6997273098663259460-1712809171.jpg

ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა 2001 წელს "პერლ ჰარბორის" გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი. 2005 წელს იქორწინეს. წყვილს სამი შვილი ეყოლა - ორი გოგონა და ერთი ვაჟი.
31f04a5c0399fb2dfe32fe77f3-1712809266.jpg
წყვილმა 10 წელი იცხოვრა ერთად, მერე კი გაიყარნენ. ცოტა ხნის წინ ბენ აფლეკი ყოფილ სიყვარულს - ჯენიფერ ლოპესს დაუბრუნდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯენიფერ ლოპესის ქალიშვილმაც გამოაცხადა, არცთუ დიდი ხანია, რომ გოგონა არაა, არამედ ჯერ არ აქვს გარკვეული, რომელ სქესს მიეკუთვნება და სურს, გარშემო მყოფებმა საშუალო სქესად აღიქვან.