"საშინელი ტკივილი დამეწყო. სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და ვერ გამეგო რა ხდებოდა, ნამდვილი კოშმარი იყო. როგორც ამიხსნეს, ამ მდგომარეობას ASIA სინდრომი ჰქვია, ეს ანთებითი პროცესია, რომელსაც ორგანიზმში შემავსებლის შეყვანა იწვევს" - განაცხადა იერიდმა.
ეს სინდრომი პირველად ისრაელელმა იმუნოლოგმა იეჰუდა შონფელდმა შეისწავლა - იგი გამოწვეულია გადაჭარბებული რეაქციით ნივთიერებებზე, მათ შორის სილიკონზე. ადამიანს შეიძლება აწუხებდეს მწვავე ტკივილი, დაღლილობა, კოგნიტიური პრობლემები, ნევროლოგიური პრობლემები და მთელი რიგი სხვა დაავადებები. იგი ოპერაციიდან ნებისმიერ დროს ვლინდება.