ძილი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს და ჩვენს შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობას განსაზღვრავს. თუმცა, როგორც ირკვევა, ის, თუ რა პოზიციაში გვძინავს, მთლიანად აისახება ყოველდღიურობასა და აქტივობაზე:
ფენშუი ამის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ. ითვლება, რომ ენერგია, რომელიც ადამიანის სხეულშია, სანამ ჩვენ გვძინავს, ადვილად გადის კარიდან. ხოლო სკანდინავიელები და სლავები კარებს სხვა სამყაროს პორტალად თვლიდნენ. მათი წარმოდგენით, ძილის დროს სულს შეუძლია კარიდან გავიდეს, დაიკარგოს და უკან დასაბრუნებელი გზა ვერ იპოვოს. გარდა ამისა, თვლიდნენ, რომ კარი ბნელი სამყაროს ჭიშკარს ხსნის, საიდანაც შესაძლოა, ბოროტმა სულებმა ადამიანები დაიპყროს. შედეგად, კოშმარებმა შეგაწუხოთ და დილით დაღლილმა და უენერგიომ გაიღვიძოთ. ფეხით კარის მიმართულებით დაწოლას ხალხური წარმოდგენაც კრძალავს. არსებული წარმოდგენით, გარდაცვლილებს ფეხით კარში ატარებენ და ამან შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს.
საძინებელში სარკის დადგმა რეკომენდებული არ არის. ითვლება, რომ მძინარე ადამიანი სარკეში არ უნდა ჩანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავს არასასიამოვნო ამბები დაატყდეს. ეს ოჯახურ ურთიერთობებზეც უარყოფითად იმოქმედებს. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ დილით სარკეში ჩაიხედოთ, მაშინ სარკე კარადის კარის შიგნითა მხარეს განათავსეთ, ისე, რომ ძილის დროს თქვენი ანარეკლი პირდაპირ არ ჩანდეს.
დღის განმავლობაში მცენარეები ჟანგბადს გამოჰყოფენ და ჰაერს ასუფთავებენ. მაგრამ, საღამოს, როცა მზე ჩადის, ისინი პირიქით, ჟანგბადს შთანთქავენ. სხვათა შორის, საძინებელში არც თაიგულების განთავსებაა რეკომენდებული. ძლიერი არომატისა და სურნელის გამო, შესაძლოა, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ და სრულფასოვნად დაძინება ვეღარ შეძლოთ.
ეს წარმოდგენა იმავე შეხედულებას ეყრდნობა, როგორსაც ფეხით კარის მიმართულებით დაძინების აკრძალვა. ითვლება, რომ ბოროტი ძალები ღამით ფანჯრიდან იხედება და ადამიანის თავში შეღწევას ცდილობს.
ეს ცრურწმენა სულაც არ არის. სამედიცინო ფაქტია, რომ ჯობს, ადამიანმა სიბნელეში დაიძინოს. თუ ოთახში სინათლის წყაროა ან საძინებელი ქუჩის განათებითაა განათებული, ორგანიზმში მელატონინის, ძილის ჰორმონის გამომუშავება ირღვევა. ეს კი უენერგიობას გამოიწვევს, სტრესთან გამკლავების მიზნით კი, შესაძლოა, ზედმეტი ჭამა დაიწყოთ. რაც, თავის მხრივ, კიდევ სხვა პრობლემებს განაპირობებს.
ამ ფაქტს მრავალი სამეცნიერო მტკიცებულება განამტკიცებს. უპირველეს ყოვლისა, დადგენილია, რომ როდესაც შიშველს გვძინავს, ჰორმონი მელატონინი უკეთ გამომუშავდება. აღნიშნული ჰორმონი კი სტრესის დონეს ამცირებს, დადებითი განწყობის შენარჩუნებაში გვეხმარება და კანისა და თმის ხარისხს აუმჯობესებს. გარდა ამისა, ძილი უფრო მშვიდი და უწყვეტი ხდება. ასევე, დადგენილია, რომ იმ მამაკაცებში, რომლებსაც პიჟამების გარეშე სძინავთ, სპერმის ხარისხი უმჯობესდება.