ამ დღეებში კიმ კარდაშიანი ლოს-ანჯელესში საკალათბურთო მატჩს დაესწრო მეგობართან ერთად. თუმცა საზოგადოების ყურადღება არა კიმმა, არამედ მისმა უფროსმა ქალიშვილმა ნორტმა მიიპყრო. სოცქსელში ნორტის ფოტოებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი აკრიტიკებს კიმს იმის გამო, თუ როგორ გამოიყურება მისი ჯერ სულ რაღაც 10 წლის გოგონა - გრძელი ფრჩხილებით, ფრანგული მანიკურით, დიდური სამოსით და ვარცხნილობით. ამბობენ, რომ კიმი დათვურ სამსახურს უწევს ქალიშვილს, რომელსაც ბავშვობიდან ზედმეტ ფუფუნებაში ზრდის და არც არაფერს უშლის.
ამ ოჯახში ყველა ბავშვი ცნობილი მშობლების ჩაცმის სტილს იმეორებს და ისე იქცევა, თითქოს ბევრად დიდია. ნორტი რა ხანია მაკიაჟს იკეთებს, მისი გრანდიოზული დაბადების დღეები საზოგადოებას დღემდე ახსოვს, დამოუკიდებლად მართავს სოცქსელებს და ათასობით დოლარს შოულობს ამით, შოუბიზნესშიც ცდის ძალებს - მამის, კანიეი უესტის დახმარებით ტრეკებს წერს. ახლა პირველ ალბომზე მუშაობს, რომელიც, ანონსის მიხედვით, წარმოდგენას შეცვლის საბავშვო მუსიკაზე.