ვალერი მელაძისა და ალბინა ჯანაბაევას ქალიშვილი აგატა დღეს 3 წლის გახდა. პატარა ჩიტს, როგორც მას მშობლები უწოდებენ, დაბადების დღე სახლში გადაუხადეს - ბუშტებით დ ოჯახურ გარემოში. გოგონას პატარა სახლი დაუდგეს ეზოში, ლამაზი პეპლები აჩუქეს და დღესასწაული მოუწყვეს. პირველად გამოჩნდა აგატა საჯაროდ.
თუმცა ვიდეოს მოლოცვების გარდა სხვა ტიპის კომენტარებიც მოჰყვა.
ნაწილი იმაზე მსჯელობდა, ვის უფრო ჰგავს ბავშვი. სხვები კი ვიდეოზე ახალგაღვიძებული აგატას "მატყუარამ" "გააბრაზა".
"1,5 წლის ასაკიდან აღარ სჭირდება მატყუარა, თანკბილვა გაუფუჭდება", "პირველად ვხედავ 3 წლის ბავშვს მატყუარათი" - იწერებოდა მსგავსი შინაარსის და უფრო კრიტიკული კომენტარებიც...
წყვილი 2014 წლიდან ოფიციალურად ცხოვრობს ერთად. 19 წლის ვაჟი კონსტანტინი და 9 წლის ლუკა ჰყავთ, აგატას გარდა. ასევე ვალერი მელაძეს სამი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და ცოტა ხნის წინ შვილიშვილიც შეეძინა.