იტალიელი მოდელიერი რობერტო კავალი 12 აპრილს გარდაიცვალა იტალიის ქალაქ ფლორენციაში. მოდის სამყაროში ის 1970-იანაი წლებიდან მუშაობდა. მისი სამოსი უტარებია ბევრ ცნობილ ქალბატონს, მათ შორის ჯენიფერ ლოპესს, შარლიზ ტერონს და სხვებს.
ფლორენციაში სამხატვრო აკადემია ჰქონდ დამთავრებული და მხატვრობაც სცადა, ფოტოგრფობაც, 1970-იან წლებში კი პირველი კოლექციით წარდგა პარიზში და საკუთარი ბრენდიც შექმნა.
შემდეგ სენ-ტროპეში გახსნა ჯინსების მაღაზია, სადაც სხვა ბრენდების გადაკერილ ჯინსებს ყიდდა და ამან რეპუტაცია შეურყია. პოპულარობის ახალ პიკზე კი 90-იან წლებში მოხვდა, როცა მოდაში შემოვიდა მისი საფირმო ანიმალისტური პრინტები ცხოველების ტყავების ფერებში - ლეოპარდების, ვეფხვებისა და ზებრების. გარდა ამისა, მისმა ბრენდმა აქცია პოპულარულად სტრეიჩ-ჯინსები დ ხელოვნური გაცვეთილობა.
2015 წელს გაყიდა თავის ბრენდზე უფლებები და დასვენება გადაწყვიტა.
მოდელიერს სამი ცოლი ჰყავდა და 6 შვილი დარჩა. მეექვსე შვილი შარშან გაუჩინა შვედმა მოდელმა სანდრა ნილსენმა, რომელიც მასზე 42 წლით უმცროსია და რომელთან ერთადაც რობერტო კავალიმ გაატარა ბოლო წლები - 2014 წლიდან.
კავალის ბოლო თვეები ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და სანდრა მის გვერდით იყო გამუდმებით, ამბობენ, რომ საავადმყოფოს იატაკზეც კი იწვა.

