როდის მოაქვს მათემატიკის საშინაო დავალებას უფრო მეტი ზიანი, ვიდრე სარგებელი - სპეციალისტები რთული და შეუსაბამო დავალებების უარყოფით გავლენაზე საუბრობენ - მშობლები

როდის მოაქვს მათემატიკის საშინაო დავალებას უფრო მეტი ზიანი, ვიდრე სარგებელი - სპეციალისტები რთული და შეუსაბამო დავალებების უარყოფით გავლენაზე საუბრობენ

2024-04-14 22:39:02+04:00

ავსტრალიელმა და კანადელმა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მათემატიკის საშინაო დავალება უფრო მეტ ზიანს აყენებს ბავშვს, ვიდრე სარგებლობა მოაქვს მოსწავლეების განათლებისთვის.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მათემატიკის დავალებები, რომელთა ამოხსნაც ბავშვს სახლში ძალიან უჭირს, ბავშვებს სწავლაში დაბკოლებებს უქმნის. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვი მშობლების დახმარებითაც კი ვერ უმკლავდება დავალებებს.

„საშინაო დავალება დიდი ხანია აღიარებულია, როგორც პრაქტიკა, რომელიც აძლიერებს ბავშვების სწავლის პროცესს და აკადემიურ მიღწევებს აუმჯობესებს. მაგრამ როდესაც დავალება ძალიან რთულია მოსწავლისთვის, თუნდაც მშობლების მხარდაჭერით, ჩნდება კითხვა, საერთოდ რა აზრი აქვს ასეთი საშინაო დავალების მიცემას“, - განაცხადა ლიზა ო'კიფმა, მათემატიკის უფროსმა ლექტორმა სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში. .

მეცნიერთა დასკვნები კანადაში მცხოვრები 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების ოჯახების გამოკითხვებს ეფუძნება.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მშობლები ხშირად ვერ ეხმარებიან ბავშვებს მათემატიკის საშინაო დავალების შესრულებაში, რადგან უფროსებს ამ საგანს სხვა სისტემით ასწავლიდნენ. ამის გამო თაობებს შორის კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას. გარდა ამისა, ძალიან რთულმა დავალებებმა შეიძლება გრძელვადიანი გავლენა იქონიოს აკადემიურ მოსწრებასა და კარიერულ მისწრაფებებზე.