"საყვარელო, გილოცავ შენს დღეს" - როგორ მიულოცა მეუღლემ ალა პუგაჩოვას 75 წლის იუბილე - მშობლები

"საყვარელო, გილოცავ შენს დღეს" - როგორ მიულოცა მეუღლემ ალა პუგაჩოვას 75 წლის იუბილე

2024-04-15 17:30:30+04:00

ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა 75 წლის გახდა. იუბილე 47 წლის მეუღლემ მაქსიმ გალკინმა სოციალურ ქსელში მიულოცა და ახალი ფოტოც გამოაქვეყნა: "საყვარელო, შენს დღეს გილოცავ", წერს გალკინი.

ფოტოს, რომელიც გალკინმა გამოაქვეყნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასზე პუგაჩოვას აშკარად ემჩნევა პლასტიკური ჩარევების კვალი. თუმცა როგორც ცნობილია, მსგავს თემებზე კრიტიკა წყვილს არ აღელვებს. უკვე 13 წელია ერთად არიან, ტყუპ ქალ-ვაჟს ზრდიან და საკმაოდ მყარი ურთიერთობა აქვთ.

snapinsta-1713188106.app_438621541_1336287037019964_5283875491539852509_n_1080.jpg

alla-pugacheva-i-maksim-galkin-s-detmi031315.jpg

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ. მცირე ხანს ისრაელში ცხოვრობდნენ, ბოლო პერიოდში კი კვიპროსში გადავიდნენ.

ნუ მითვლით თმის ღერებს... ამაოა ჩემი განადგურების მცდელობა... ჩემთვის მთავარი თავისუფლებაა და იქამდე ვიცოცხლებ, სანამ ბოროტება არ დამარცხდება... - 74 წლის ალა პუგაჩოვას მიმართვა და ახალი ფოტო ცილისმწამებლებისთვის