"მაქციის სინდრომით" დაბადებული ბავშვის დედა ამბობს, რომ ორსულობისას კატის ხორცი ჭამა, რამაც "მისი შვილის ეს მდგომარეობა გამოიწვია" - ფილიპინელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - მშობლები

"მაქციის სინდრომით" დაბადებული ბავშვის დედა ამბობს, რომ ორსულობისას კატის ხორცი ჭამა, რამაც "მისი შვილის ეს მდგომარეობა გამოიწვია" - ფილიპინელი ბიჭის უმძიმესი ისტორია

2024-04-16 13:37:23+04:00

ფილიპინელ ბიჭისთვის, რომელიც "მაქციას სინდრომით" დაიბადა, ფულს აგროვებენ, რათა ლაზერული ეპილაცია გაუკეთონ, რათა მოიცილონ ზედმეტი თმა სახიდან და ტანიდან.The Daily Mail-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ამ გულისამაჩუყებელ და მძიმე ამბავზე.

ახალგაზრდა ქალი მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას, მაგრამ როდესაც პატარა გაჩნდა, მას მთლიანი სახე და სხეული ბეწვით ჰქონდა დაფარული, როგორც ლეკვს. დედა დღემდე ასეთი უჩვეულო პათოლოგიის მიზეზს მისტიციზმით ხსნის. ფილიპინელ ქალს ეგონა, რომ ის დაწყევლეს ორსულობის დროს გარეული კატის ხორცის ჭამისთვის. საბედნიეროდ, ექიმებმა შეძლეს დაერწმუნებინათ, რომ ცრურწმენა არაფერ შუაშია.

ეგზოტიკური კერძი და ცოტა მისტიკა

ალმა ძალიან ცრუმორწმუნე ქალია, ამიტომ როდესაც თმიანი ბავშვი შეეძინა, ყველაფერი წყევლას დაუკავშირა. მრავალშვილიანი დედა იხსენებს, რომ უმცროს ვაჟზე, ჯარენზე ორსულობის დროს, ძალიან იზიდავდა ეგზოტიკური კერძები.

ფილიპინების შორეულ მთის სოფლებში ხშირად ჭამენ გარეულ კატებს, ამიტომ ალმამ გადაწყვიტა მეგობრების მოსანახულებლად ჩასულიყო და ეგზოტიკური კერძი დაეგემოვნებინა.

„იქ სპეციალურად მომიმზადეს შემწვარი შავი კატა - და მეც ვჭამე. მართალია, მოგვიანებით, მშობიარობის შემდეგ, ვინანე. მივხვდი, რომ საშინელი საქციელი ჩავიდინე, რისთვისაც წყევლით დავისაჯე...“ - ამბობს მედიასთან ალმა.

განაგრძეთ კითხვა