"მცირეწლოვანი გოგონებისთვის მშობლები მამაკაცებს ქირაობენ, რომ მათთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდეთ და "ზრდასრული" ცხოვრებისთვის მოემზადონ" - წარმოუდგენელი ტრადიცია, რომელიც დღესაც არსებობს - მშობლები

"მცირეწლოვანი გოგონებისთვის მშობლები მამაკაცებს ქირაობენ, რომ მათთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდეთ და "ზრდასრული" ცხოვრებისთვის მოემზადონ" - წარმოუდგენელი ტრადიცია, რომელიც დღესაც არსებობს

2024-04-17 11:17:30+04:00

აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, მალავიში ეს სრულიად შოკისმომგვრელი ტრადიცია დღემდე არსებობს. მშობლები სპეციალურად ქირაობენ მამაკაცებს, რომ მათმა გოგონებმა ქალიშვილობა დაკარგონ და "ზრდასრული" ცხოვრებისთვის მოემზადონ. ოჯახი, რომელიც რიტუალის შესრულებაზე უარს იტყვის, საზოგადოების მხრიდან არასრუფასოვნად აღიქმება და გარიყულია.

აღსანიშნავია, რომ ამ "სამუშაოს" შესასრულებლად მშობლები ბიჭებს სპეციალურად ზრდიან. მათ "ჰიენას" უწოდებენ. მომსახურების საფასური 4-7 დოლარია. ტრადიციას კი "გათავისუფლების რიტუალს" უწოდებენ.

გოგონები 6 წლის ასაკიდან შთააგონებენ, რომ სექსით უნდა დაკავდნენ. პირველი მენსტრუაციის შედეგ კი მშობლები შვილებს სპეციალურ ბანაკში აგზავნიან. იქ მათ "მენტორები" ხვდებათ, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ მამაკაცთან, როგორ უნდა ჰქონდეთ ინტიმური ურთიერთობა, რა უნდა გააკეთონ ამის შემდეგ... ღამით კი მამაკაც-ჰიენას უშვებენ. რიტუალი 3 დღის განმავლობაში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ რიტუალში მონაწილეობას ზრდასრული მამაკაცები იღებენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს სექსუალური ძალადობა კი არა, გოგონების დახმარებაა, რომ ზრდასრულობისათვის მოემზადონ. თუ რომელიმე ოჯახი უარს იტყვის, ითვლება, რომ უბედურება არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ სოფელს დაატყდება. ამიტომაც, მალავის ზოგიერთ სოფელში გოგონებს პირველი სექსუალური გამოცდილება 12-13 წლის, ან კიდევ უფრო მცირე ასაკში აქვთ.

mtavari-pooto-1713338446.jpg

"ჰიენები" კონდომს არ იყენებენ. ითვლება, რომ ეს ტრადიციის დარღვევაა. შედეგად, უამრავი გოგონა ორსულდება. მალავის ადგილობრივი ორგანიზაციები აქტიურად იბრძვიან, რომ ეს ტრადიცია როგორმე შეცვალონ, რადგანაც ბავშვებს მენტალური პრობლემები ექმნებათ და ამავდროულად, ძალიან ხშირად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ავადდებიან.

2016 წელს მალავის სასამართლომ 47 წლის ერიკ ანივის საქმე განიხილა. მამაკაცი ერთ-ერთი ჰიენი იყო. მან იცოდა, რომ აივ-ინფიცირებული იყო, მაგრამ ფულის სანაცვლოდ პატარა გოგონებთან ურთიერთობას მაინც დასთანხმდა. საკუთარი დაავადების შესახებ ბავშვების მშობლებთან არაფერი უთქვამს და არაერთი გოგონა დააავადა.

2016 წლის ივლისში მალავიდან BBC-ის შოკისმომგვრელი რეპორტაჟი გამოქვეყნდა, სადაც სწორედ "ჰიენებზე" იყო საუბარი. რეპორტაჟში აღნიშნავდნენ იმ მამაკაცებზე, რომლებსაც მცირეწლოვან გოგონებთან ფულის სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. ერიკ ანივიც აღნიშნულიო რეპორტაჟის გმირი იყო. მაშინ მან პირველად თქვა, რომ აივ-ინფიცირებული იყო. რამდენიმე დღეში ის პოლიციამ დააკავა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

1-1713338464.jpg

„ჩვენს კულტურაში ცუდი არაფერია. შეხედეთ თანამედროვე საზოგადოებას - გოგონები უპასუხისმგებლოები არიან, ამიტომ ჩვენ მათ სოფელში უნდა ვასწავლოთ, როგორ დარჩნენ სწორ გზაზე, როგორ იყვნენ კარგი ცოლები, რომ ქმრები ბედნიერები იყვნენ და ოჯახში ცუდი არაფერი მოხდეს." - ამბობდნენ მენტორები სიუჟეტში.

სოფლებში ხსნიან, რომ ამ რიტუალს იმის გამო აკეთებენ, რომ მათი ოჯახები და მთლიანად სოფელი წყევლას გადაურჩეს. გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ნაადრევი ქორწინება და ორსულობა ბუნებრივი მდგომარეობაა, მალავის მოსახლეობის 10% აივ ინფიცირებულია.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში 18 წლამდე ქორწინება აიკრძალა, სტატისტიკა მაინც საგანგაშოა. 15-19 წლის ასაკში გოგონები უკვე შვილებს აჩენენ და ოჯახურ ცხოვრებას განაგრძობენ.

მსგავსი წარმოუდგენელი ტრადიცია კიდევ არაერთ ქვეყანაშია. მათ შორისაა: ზამბია, უგანდა, ტანზანია, მოზამბიკი, ანგოლა, კონგო და სხვა.