ბრიტანეთის მთავრობა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სმარტფონების გაყიდვის აკრძალვას განიხილავს. ამის შესახებ გაზეთი Guardian იუწყება.
აღნიშნულია, რომ მინისტრებმა აკრძალვის განიხილვა იმის გამო დაიწყეს, რომ არაერთმა გამოკითხვამ ამ შეზღუდვის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაადასტურა.
გამოკითხვა საქველმოქმედო ორგანიზაცია Parentkind-მა ჩაატარა და მასში 2496-მა მშობელმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 58% 16 წლამდე სმარტფონების აკრძალვის მომხრე იყო.
ჩვენი საიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიოხედვით, მშობლებმა ყველაზე დიდ პრობლემად ბავშვების აღზდის საკითხში სწორედ სმარტფონები დაასახელეს. მათ აზრს მასწავლებლებიც იზიარებენ.