შესაძლოა, ბავშვებისთვის სმარტფონების ყიდვა აიკრძალოს - ბრიტანეთის მთავრობა საკითხს უკვე განიხილავს - მშობლები

შესაძლოა, ბავშვებისთვის სმარტფონების ყიდვა აიკრძალოს - ბრიტანეთის მთავრობა საკითხს უკვე განიხილავს

2024-04-18 10:26:30+04:00

ბრიტანეთის მთავრობა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სმარტფონების გაყიდვის აკრძალვას განიხილავს. ამის შესახებ გაზეთი Guardian იუწყება.

აღნიშნულია, რომ მინისტრებმა აკრძალვის განიხილვა იმის გამო დაიწყეს, რომ არაერთმა გამოკითხვამ ამ შეზღუდვის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაადასტურა.

გამოკითხვა საქველმოქმედო ორგანიზაცია Parentkind-მა ჩაატარა და მასში 2496-მა მშობელმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 58% 16 წლამდე სმარტფონების აკრძალვის მომხრე იყო.

ჩვენი საიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიოხედვით, მშობლებმა ყველაზე დიდ პრობლემად ბავშვების აღზდის საკითხში სწორედ სმარტფონები დაასახელეს. მათ აზრს მასწავლებლებიც იზიარებენ.

დღეს მასწავლებლის უდიდესი კონკურენტია ტელეფონი... ყველაზე დიდი პრობლემა კი - სკოლაში მოსული გამოუძინებელი, გაჯეტებთან ღამენათევი მოსწავლე - დღევანდელი პედაგოგების გამოწვევები და ჟურნალისტის გზა სამოქალაქო განათლების მასწავლებლობამდე
ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია... მოერიეთ შვილებს, ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით - მასწავლებლის მიმართვა მშობლებს
როგორ გადავაჩვიოთ მოზარდი საათობით ტელეფონთან და კომპიუტერთან ჯდომას