ნატა ბერეჟიანის პირველი ფოტოსესია პატარა თინასთან ერთად - დედობა 18-წლიანი შუალედის შემდეგ - მშობლები

ნატა ბერეჟიანის პირველი ფოტოსესია პატარა თინასთან ერთად - დედობა 18-წლიანი შუალედის შემდეგ

2024-04-19 17:27:17+04:00

მსახიობი ნატა ბერეჟიანი თითქმის ორი თვის წინ გახდა მეორედ დედა - მას პატარა თინა ეყოლა. პირველად მსახიობი 22 წლის ასაკში გახდა დედა. მას ბიჭი შეეძინა - დათუნა.

ბოლო წლებში ნატალია აქტიურად იყო დაკავებული კარიერით - როლებით კინოსა და თეატრში. რეჟისორ დათო დოიაშვილთან "მეფე ლირზე" მუშაობისას შეიტყო, რომ 18-წლიანი შუალედის შემდეგ მეორე შვილზეა ორსულად, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ წარმატებით ეთამაშა თეატრში.

პირველი შვილის გაზრდაში ნატას ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ, ახლა კი გეგმავს, რომ გოგონა თავად გაზარდოს და სადაც საშუალება იქნება, ყველგან თან ატაროს, უნდა, რომ მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოს შვილს, ისე, რომ საკუთარ საქმესაც არ მოწყდეს.

snapinsta-1713533705.app_434731766_3715049932070941_1021258809062183608_n_1080.jpg

snapinsta-1713533704.app_429451108_945853527128664_7280663971610482119_n_1080.jpg
ნატა ბერეჟიანის შვილები

თინასთან ერთად პირველი ფოტოსესია მოაწყო, რომელიც Preg-Go!-სთვის ჩატარდა, ფოტოგრაფ ლიკა ჭანტურიძის მონაწილეობით.