რას აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  თბილისის სკოლებზე მუქარის შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით - მშობლები

რას აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  თბილისის სკოლებზე მუქარის შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით

2024-04-22 08:00:56+04:00

ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი იქნააღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ, თუმცა საჭვო არაფერია აღმოჩენილი.

“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”. "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და "აუცილებლად მოხდება რეაგირება".

ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.