ყავარჯნებით მისული ვიქტორია წვეულებიდან ქმარმა მხრებზე შესმული წაიყვანა - ვიქტორია ბექჰემის 50 წლის იუბილე ვარსკვლავთცვენით და სიმღერებით (ვიდეო) - მშობლები

ყავარჯნებით მისული ვიქტორია წვეულებიდან ქმარმა მხრებზე შესმული წაიყვანა - ვიქტორია ბექჰემის 50 წლის იუბილე ვარსკვლავთცვენით და სიმღერებით (ვიდეო)

2024-04-22 08:52:57+04:00

ვიქტორია ბექჰემი 50 წლის გახდა და ოჯახურ წრეში იუბილეს აღნიშვნით არ შემოიფარგლა, გრანდიოზული წვეულება მოაწყო კერძო კლუბში, სადაც ვარსკვლავი მეგობრები მიიწვია.

დიზაინერის მისალოცად მივიდნენ ტომ კრუზი, როზი ჰანტინგტონ უაიტლი ჯეისონ სტეტჰემთან ერთად, ევა ლონგორია, სელმა ჰაიეკი და რასაკვირველია, ვიქტორიას ძველი თანაგუნდელები "სპაის გერლზიდან". დევიდ ბექჰემმა ინსტაგრამზე პატარა ვიდეოც გამოაქვეყნა, თუ როგორ მღერიან ყოფილი სპაისები ერთად.

victoria-beckhams-50th-birthday-party-042024-edb179243a24489a9d92f0eb384e11e0-1713762288.jpg6625811583c8ec6e15306a0a-1713762288.jpg6625811583c8ec6e15306a0a-1713762288.jpgvictoria-beckham-50th-birthday-04212404-d6234d715ae24561b3475b3a80700032-1713762288.jpg

20211c49-d075-4e92-9d79-9466e4149a8a-1713762288.jpg

28bf25a9-7324-4f48-973e-8682b7e9e630-1713762288.jpg

წვეულებას ესწრებოდა ვიქტორიას მთელი ოჯახი, მხოლოდ რძალი არ იყო, რომელთანაც ადრე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბოლო დროს ძალიან დატკბნენ.

იუბილარი წვეულებაზე ყავარჯნებით მივიდა - როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ვარჯიშის დროს ფეხი მოიტეხა. წვეულებიდან კი ქმარმა მხრებზე შესმული წაიყვანა.

victoria-beckham-042024-b9f53296398d4efa9a81fdb7ca6c7d5a-1713762288.jpg2victoria-david-beckham-tout-042124-7e9373f33fd8495596d0cdce692bf9f6-1713762287.jpg