ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით - მშობლები

ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით

2024-04-22 13:41:40+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.

მათივე ცნობით, 23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. განაგრძეთ კითხვა