"გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს..." - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე, რომელიც თბილისის მერობას აპირებს - მშობლები

"გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს..." - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე, რომელიც თბილისის მერობას აპირებს

2024-04-22 13:48:17+04:00

გიორგი ყიფშიძე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მოკლე ვიდეოებს აქვეყნებს. მსახიობი დეტალურად ლაპარაკობს მის პოლიტიკურ არჩევანზე, მიმდინარე აქციებზე და იმ პრეტენზიებზე, რაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობასთან აქვთ. გიორგი ყიფშიძე ასევე ამბობს, რომ თბილისის მერობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და რამდენიმე წელიწადში კენჭს იყრის. მისი თქმით, დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელი მისი მერობით კმაყოფილი იქნება.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე

"ძალიან მინდოდა ეს მეთქვა, მსახიობი მსახიობია, სპორტსმენი - სპორტსმენია, პოლიტიკოსი არაფერი არ არის, მატყუარაა. მე ასეთი უკონტაქტო მთავრობა და ხალხი არ მინახავს, ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. როგორ შეიძლება ამდენი ხალხი გამოვიდეს და... კი, იქ ბევრი "ნაციც" არის, ეგენი აფუჭებენ მთელ ამინდს.

გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე, ვეხვეწები, გამოდი მანდედან, შარია-მეთქი. რამე რომ მოუვიდეს, შაჰიდის ქამარს გავიკეთებ და ვისაც გადავეყრები, ალაჰ აკბარს ვეტყვი..."

"არ იყო კაცური მამუკა მდინარაძისთვის ხელის დარტყმა, თან ზურგიდან რომ მიეპარა. კეფაში რომ ხიო, შეიძლება მოკლა მაგ დროს ადამიანი. მოეტრიალებინა და მერე დაემტვრია ცხვირ-პირი, ეგ უფრო ნაღდი იქნებოდა.

ან გოგა ხაინდრავა, ძმაო, რა დაგემართა. ახალგაზრდები არიან, ეს არის მთავარი. შენ ნახევარი ფეხი სამარეში გაქვს, ნახევარი საქართველო ახალგაზრდები არიან. თქვენ ხართ დრაკონები.

თქვენ გაუნათლებლებო, დრაკონი იცით რა არის. აი, მიშა რომ ჩამოსვით, მიშა მეზიზღება, სხვები რომ დასხედით იმ სკამზე, ზუსტად მიშები გახდით. თუ იცით, ეს ნაწარმოები, კაცი მოკლავს დრაკონს და იმ ავლადიდებით მონუსხული, მის სკამზე დაჯდება, ბრჭყალები გამოუვა და გადაიქცევა დრაკონად. ვინც იმ სკამზე ჯდება ყველანი დრაკონები ხართ, ამიტომ პრინციპია შესაცვლელი". განაგრძეთ კითხვა