ვის აწყობს შიშის და პანიკის დათესვა? "შესაძლოა ცდილობენ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ ლოიალურნი არ არიან" - მშობლები

ვის აწყობს შიშის და პანიკის დათესვა? "შესაძლოა ცდილობენ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ ლოიალურნი არ არიან"

2024-04-22 21:23:10+04:00
გუშინ, 21 აპრილს სოციალურ ქსელში, მათ შორის "ტელეგრამარხებზე", რუსულ ენაზე გავრცელდა მუქარის შემცველი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმა იგეგმებოდა.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია "ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“.

"შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს რუსული სპეცსამსახურების მიერ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ არ არიან ლოიალურნი. გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება სათავისოდ ამ სხვის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ოპერაციას, ეს სხვა საკითხია“, - ამბობს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

"ამგვარი მუქარა ახალი არ არის, მიმდინარე თვეში ზუსტად იგივე ტექსტი და მუქარა იმავე არხებით გავრცელდა ასტანისა და ერევნის საშუალო სკოლების მიმართ.შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს რუსული სპეცსამსახურების მიერ იმ ქვეყნების ახალგაზრდობის დაშინებას, რომლებიც კრემლის მიმართ არ არიან ლოიალურნი. ცნობილია, რომ ყაზახეთმაც და სომხეთმაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ახალგაზრდობა ყოველთვის ამ ბრძოლის ავანგარდშია. ამას გარდა, შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები ამოწმებენ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის მდგრადობას, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების წესს, ჩართულ ძალებსა და საშუალებებს, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხსა და არხებს.

განაგრძეთ კითხვა