თუ 10 შეკითხვიდან 9-ს სწორად გასცემთ პასუხს ისე, რომ ინტერნეტში არაფერს მოძებნით, შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ - ტესტი - მშობლები

თუ 10 შეკითხვიდან 9-ს სწორად გასცემთ პასუხს ისე, რომ ინტერნეტში არაფერს მოძებნით, შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ - ტესტი

2024-04-23 10:10:16+04:00

ქვემოთ მოცემულია 10 შეკითხვა სხვადასხვა სფეროდან. თუ უმრავლესობას სწორად გასცემთ პასუხს, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ:

1. ჩამოთვლილთაგან, რომელი ქვეყანა ესაზღვრება გაერთიანებულ სამეფოს?

  • ირლანდია
  • ისლანდია
  • ნიდერლანდები

2. დაასახელეთ ნეპალის დედაქალაქი.

  • ბოტსვანა
  • ალჟირი
  • კატმანდუ

3. რომელია მსოფლიოს უდიდესი კუნძული?

  • გრენლანდია
  • მადაგასკარი
  • სუმატრა

4. რომელ წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

  • 1921 წელს
  • 1918 წელს
  • 1912 წელს

5. ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცხოვრო იმისთვის, რომ ჭამო."

  • ნიცშეს
  • სოკრატეს
  • ფროიდს

2-1713852856.jpg

6. რომელ მხედართმთავარს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "სარდალს, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებსა და მაშველ ძალაზე ფიქრობს, უკვე წაგებული აქვს ბრძოლა."

  • იულიუს კეისარს
  • ალექსანდრე მაკედონელს
  • ნაპოლეონ ბონაპარტს

7. ვინ დაწერა ოპერა "კარმენი"?

  • ჟორჟ ბიზემ
  • რიჩარდ ვაგნერმა
  • ჯაკომო პუჩინიმ

8. ბობ დილანის რომელმა სიმღერამ მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში?

  • "The Times They Are a-Changin"
  • "Blowin' in the Wind"
  • "Like a Rolling Stone"

9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მცდარი?

  • ყველა მართკუთხედი პარალელოგრამია
  • ყველა კვადრატი მართკუთხედია
  • ყველა პარალელოგრამი მართკუთხედია

10. რამდენი გვერდი აქვს იკოსაედრს?

  • 20
  • 30
  • 12

1-1713852875.jpg

სწორი პასუხები:

  • ირლანდია
  • კატმანდუ
  • გრენლანდია
  • 1918 წელს
  • სოკრატეს
  • ნაპოლეონ ბონაპარტს
  • ჟორჟ ბიზემ
  • "Like a Rolling Stone" - პრემია მომღერალს ახალი პოეტური გამონათქვამებისათვის გადაეცა. დღემდე ეს კომპოზიცია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება.
  • ყველა პარალელოგრამი მართკუთხედია - ყველა პარალელოგრამს 90-გრადუსიანი კუთხე არ აქვს.
  • 20 - იკოსაედრი წესიერი მრავალწახნაგა, რომელსაც 20 წახნაგი, 30 წიბო და 12 წვერო აქვს.