ბავშვის სასარგებლო საუზმე - რომელ პროდუქტებს გირჩევენ დიეტოლოგები - მშობლები

ბავშვის სასარგებლო საუზმე - რომელ პროდუქტებს გირჩევენ დიეტოლოგები

2024-04-23 11:18:16+04:00

სწორად შერჩეული საუზმე პატარას ენერგიით 3-4 საათის განმავლობაში მოამარაგებს და სადილამდე მას შიმშილის გრძნობა არ შეაწუხებს. იმისთვის, რომ საკმარისი მარაგი გვქონდეს, საუზმის ენერგეტიკული ღირებულება 200-300 კკალ უნდა იყოს, ანუ ყოველდღიური რაციონის 20-25%. დიეტოლოგები გვირჩევენ, ბავშვს დილით საკვების სხვადასხვა ჯგუფი მივცეთ, რომელიც ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს შეიცავს.

ტრადიციული საუზმე

ყველაზე ტრადიციული საუზმე რძიანი ფაფაა. კვების თვალსაზრისით, ეს სწორი საკვებია დილისთვის. მარცვლეული რთული, ანუ „ნელი“ ნახშირწყლების წყაროა, რომელიც ენერგიას თანდათან გამოყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარას რამდენიმე საათის შემდეგ მოშივდება. კვებითი ღირებულებით პირველ ადგილს შვრიის ფაფა და წიწიბურა იკავებს. ფეტვი, მაღალი ბოჭკოვანი შემცველობის გამო, უფრო ძნელად მოსანელებელია, ამიტომ ფეტვის ფაფა ბავშვის რაციონში შეიძლება მხოლოდ სხვა მარცვლეულებთან (ყველაზე ხშირად ბრინჯი) ან ბოსტნეულთან ერთად შევურიოთ, მაგალითად, სტაფილოს და გოგრასთან ერთად. რძის ფაფა უფრო ჯანსაღია, რადგან რძე კერძს ცხოველური ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით ამდიდრებს.

დიეტოლოგების უახლესი კვლევის მიხედვით, თუ ადამიანი არ საუზმობს, მაშინ ჭარბ წონას უფრო სწრაფად იმატებს. ფაქტია, რომ საუზმე ასტიმულირებს იმ ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც დანაყრების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი – რაც უფრო მძიმეა საუზმე, მით უფრო დიდხანს გრძნობს ადამიანი დანაყრებას და, შედეგად, ნაკლებს ჭამს დღის განმავლობაში.

ჩანაცვლება

ზოგჯერ დროის სიმცირის და მრავალფეროვნების გამო, ტრადიციული საუზის ჩანაცვლება გვინდა. მშრალის აუზმეების არჩევანი საკმაოდ დიდია, მათგან მუსლი შეიძლება ტრადიციული საკვების შედარებით უკეთესი შემცვლელი იყოს. სხვადასხვა კომბინაციებში ისინი ხორბლის, ჭვავის, შვრიის, ქატოს, ხილის დანამატებს და თხილის ფანტელებს შეიცავს. ბავშვის მენიუში შეგიძლიათ მხოლოდ სპეციალური საბავშვო მუსლი შეიტანოთ. მათი „იდენტიფიკაციისთვის“ საჭიროა ყურადღებით წაიკითხოთ, რა ასაკისთვის არის განკუთვნილი ეს პროდუქტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მშრალი საუზმე, მიუსლისგან განსხვავებით, უამრავ რაფინირებულ მარტივ ნახშირწყლებს, მათ შორის შაქარს, შეიცავს. უმჯობესია მათი გაცნობა 4-5 წლამდე გადადოთ და ყოველდღიურად არ გამოიყენოთ.

ყოველ დილით ბავშვს შეგვიძლია მივცეთ პური, კარაქი, ყველი, ხაჭო, კვერცხი.

ბავშვის დილის კვება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფაფით და მშრალი მარცვლეულით. არის სხვა კერძებიც, რომლებიც ბავშვს დაანაყრებს და ენერგიას მისცემს.

კვირაში 2-ჯერ საუზმეზე შეგიძლიათ შესთავაზოთ ხაჭო და ხაჭო-ბურღულეული, ანუ პუდინგები და ჩიზქეიქები, რადგან ხაჭო ცილის, კალციუმის, ფოსფორის და ვიტამინის B2 წყაროა. რეკომენდებულია ბავშვებს მივცეთ პროდუქტი არაუმეტეს 9% ცხიმის შემცველობით.

მაგიდაზე ომლეტი იგივე სიხშირით უნდა გამოჩნდეს. კვერცხი ასევე შეიცავს უამრავ ადვილად მოსანელებელ ცილას; გარდა ამისა, მდიდარია D, A, E, B2, B12 ვიტამინებით. ომლეტი შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულთან და გახეხილ ყველთან ერთად.