"ისევე როგორც მაიას ვყავართ ჩვენ, ისევე მე მყავს ყველა დანარჩენი მაიასთან ერთად..." - მშვენიერი ვერონიკას რეალური ცხოვრება ეკრანს მიღმა - მშობლები

"ისევე როგორც მაიას ვყავართ ჩვენ, ისევე მე მყავს ყველა დანარჩენი მაიასთან ერთად..." - მშვენიერი ვერონიკას რეალური ცხოვრება ეკრანს მიღმა

2024-04-25 10:58:07+04:00

მსახიობი ვერონიკა კალანდარიშვილი ბოლო პერიოდში რამდენიმე პროექტში გამოჩნდა. ყველაზე გახმაურებული სულ ახლახან გამოსული სერიალი, კრიმინალური დრამა "მსხვერპლია", რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს.

მშვენიერი ვერონიკა პროფესიით მსახიობია და მთელ თავის დროს საყვარელ პროფესიას უთმობს. ჯერჯერობით დაქორწინებული არ არის. მას საზოგადოება ასევე იცნობს იმით, რომ ჟურნალისტ მაია ასათიანის უმცროსი დაა.

6c28042f-3bfa-420b-be4a-26dceebaa27b-1714029346.jpg
დედასთან ერთად

მაიას ორი და ჰყავს დედის მეორე ქორწინებიდან - ვერონიკა და ნანა.

1668259008-278278948-532774394859586-7925405392170746013-n-576x1024-1714029347.jpg
მაია ასათიანის დები

ხშირად ამბობს, რომ დედამ და დებმა გადაატანინეს უდიდესი ტრაგედია. თავად ისინიც ამბობენ, რომ მაია მათი განუყოფელი ნაწილია.

„ნუცას გარდაცვალების შემდეგ სამი წელი ძალიან რთული იყო. მაგრამ ისევე როგორც მაიას ვყავართ ჩვენ, ისევე მე მყავს ყველა დანარჩენი მაიასთან ერთად. ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი ძალა, რაც გაგვაჩნია“, – აღნიშნა ვერონიკამ მაიასთან გადაცემაში წლების წინ.

veronika-maia-1714029540.jpg

311466746-2584086735066598-8066291132977497483-n-1714029347.jpg280224634-2443783569096916-5169904527681270273-n-1714029347.jpg370043995-2875566372585298-8309382660261855731-n-1714029347.jpg