მეგანს შვილების „გაპიარება“ და მათი მედიაში ხშირად გამოჩენა სურს, ჰარი კი ამის წინააღმდეგია: „შეთანხმებამდე ვერ მიდიან, თუმცა ამჯერად ჰარიმ თავისი გაიტანა“ - მშობლები

მეგანს შვილების „გაპიარება“ და მათი მედიაში ხშირად გამოჩენა სურს, ჰარი კი ამის წინააღმდეგია: „შეთანხმებამდე ვერ მიდიან, თუმცა ამჯერად ჰარიმ თავისი გაიტანა“

2024-04-25 12:50:59+04:00

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამჟამად Netflix-ისთვის ორ ახალ დოკუმენტურ პროექტზე მუშაობენ: ერთი კულინარიაზე, მებაღეობასა და ოჯახურ გართობაზე იქნება ფოკუსირებული, ხოლო მეორე ყურადღებას გაამახვილებს პოლოზე, სპორტზე, რომელიც სასექსის ჰერცოგს ძალიან უყვარს.

მეგანის კულინარიულ შოუს,, როგორც ცნობილი გახდა, წყვილის სახლში კი არა, არამედ მეზობლის სასახლეში გადაიღებენ. მიზეზი ბავშვებია: წყვილს არ სურს, რომ გადაღებებმა მათ მცირეწლოვან შვილებს, არჩისა და ლილიბეტს მყუდროება და დღის განრიგი დაურღვიოს. თუმცა ცნობილი გახდა ისიც, რომ მარკლი დაინტერესებულია ბავშვების პიარით და მათი საზოგადოების წინაშე ხშირი გამოჩენით, რითაც თავის დროზე თავად მიიპყრო ყურადღება.

გამოცემა The Sun-ს ანონიმურმამ წყარომ განუცხადა, რომ ჰარი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცოლის სურვილს მათი შვილების „გაპიარებაში: ”ისინი ვერასოდეს მიდიან კონსენსუსამდე, თუ რამდენად უნდა გამოაჩინონ ბავშვები მედიაში. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ჰარის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა“ - აცხადებს წყარო.

ჰარი შვილების გამო ძალიან განიცდის... - რაზე წუხს სამეფო კარის ცხოვრებას ჩამოშორებული პრინცი და რისი დაკარგვა ენანება შვილებისთვის
სულ მეშინოდა, რომ ოჯახიდან გამაგდებდნენ, რადგან ამბობდნენ, რომ მამაჩემი არ იყო ჩარლზი - პრინცი ჰარის მორიგი სკანდალური განცხადება