"შეუძლებელია, ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი არ იყოს ბედნიერი..." - ქართველი მაგისტრანტის შთაბეჭდილებები ფინურ სკოლაზე, რომელიც კვლავ პირველია მსოფლიოში სკოლების მიმართულებით - მშობლები

"შეუძლებელია, ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი არ იყოს ბედნიერი..." - ქართველი მაგისტრანტის შთაბეჭდილებები ფინურ სკოლაზე, რომელიც კვლავ პირველია მსოფლიოში სკოლების მიმართულებით

2024-04-26 12:42:05+04:00
ფინურ სკოლებზე ბევრი თქმულა და მსოფლიოში საუკეთესოდ რომ არის აღიარებული, ესეც ვიცით. ამჯერად საკუთარ გამოცდილებაზე წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩხარტიშვილი, რომელიც Erasmus Mundus-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მისი პროგრამა უმაღლესი განათლების მენეჯმენტს და კვლევას ეხება. ამჟამად სწავლობ სფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში და ფინურ დაწყებითი კლასების სკოლას Erasmus in Schools programme-ის ფარგლებში ესტუმრა:
"დღეს ფინურ სკოლაში მასწავლებელი ვიყავი და, მოდით, ცოტა ვისაუბროთ, რატომ ევროპა.
- ფინეთში სკოლების 95%-ს სახელმწიფო აფინანსებს. დაწყებით სკოლებში მოსწავლეების ასაკი 6-13 წლამდეა და ისინი I-VI კლასებში სწავლობენ, სწავლა, რა თქმა უნდა, უფასოა.
- კლასში საშუალოდ 10-15 მოსწავლეა, ასე მასწავლებლებს საშუალება აქვთ თითოეული მოსწავლის ინტერესი/სუსტი/ძლიერი მხარე გაითვალისწინონ და სასწავლო პროგრამა საჭიროებისამებრ წარმართონ.
- სკოლაში სულ 130 მოსწავლე სწავლობს, პირველიდან მეექსვე კლასის ჩათვლით ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველა მასწავლებელი ყველა მოსწავლეს იცნობს, ლანჩს ერთად მიირთმევენ, დროს ერთად ატარებენ.
- გაკვეთილები 45 წუთიანია, 15-წუთიანი შესვენებით და ლანჩი 1 საათი გრძელდება (ლანჩს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აფინანსებს).
- მოსწავლეები ვალდებულები არიან ლანჩის შემდეგ ნახევარი საათი გაატარონ ეზოში (ითამაშონ, ისეირნონ, იხტუნონ-ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა).
437535678-2832272610253010-8161390948549350885-n-1714122364.jpg
438742434-2832272576919680-7091545186713942635-n-1714122364.jpg
- არ აქვს მნიშველობა ამინდს, მოსწავლეები ვალდებულები არიან დღეში ნახევარი საათი + 15 წუთიანი შესვენებებიდანაც 5 წუთი მაინც გაატარონ გარეთ. ასე იზრდება ჯანსაღი თაობა.
- ლანჩის შემდეგ მოსწავლეები (ძირითადად მეოთხე კლასიდან) მორიგეობით ასუფთავებენ საერთო სამზარეულოს.
- სწავლობენ ყველაფერს, ბუნების გაკვეთილებს ატარებენ გარეთ: ტყეში, ტბასთან etc.
- ინგლისურის სწავლას იწყებენ პირველი კლასიდან, მესამე კლასელები ჩემზე კარგად მეტყველებდნენ ინგლისურად.
- ხელოვნების გაკვეთილზე ასევე ასწავლიან თუ როგორ უნდა მოქსოვონ, იმუშავონ ხეზე, მეექვსე კლასიდან კი ემატებათ გაკვეთილები სადაც სწავლობენ როგორ მოამზადონ საჭმელი, დაამუშავონ მეტალი, more crafting.
- სკოლაში არ აცვიათ ფეხსაცმელები.
- ყველა იღიმის და ბედნიერია, არავინაა დაძაბული.
- სამასწავლებლო არის ძალიან კომფორტული, ფერადი. მოსასვენებელი სკამით მუდმივად ცხელი ყავით და სხვადასხვა ჯანსაღი სნექებით
ყველაფერი იწყება ბავშვობიდან და შეუძლებელია, ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი არ იყოს ბედნიერი.
მხოლოდ ევროპა, ევროპა და ევროპა. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპული. ჩემს შვილს, თქვენს შვილს უნდა შეეძლოს ისწავლოს ბედნიერ და განვითარებულ სახელმწიფოში".
438786985-2832272706919667-5672045397571504052-n-1714122365.jpg438833468-2832272550253016-4416468535936822173-n-1714122365.jpg