"დიახ, მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ. ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული... 25 წელია ვერ დადის და სახლიდან აკვირდება მოვლენებს" - ნატალია ყიფშიძე - მშობლები

"დიახ, მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ. ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული... 25 წელია ვერ დადის და სახლიდან აკვირდება მოვლენებს" - ნატალია ყიფშიძე

2024-04-28 09:54:54+04:00

ნატალია ყიფშიძე საჯარო პოსტს აქვეყნებს და თან ურთავს ბაბუს ფოტოს - დედის მამის, რომელსაც მის აღზრდაში ძალიან დიდი წვლილი შეუტანია და მისი დიდი გულშემატკივარია:

"ჩემს სოციალურ მედიაში მოიმატა აგრესიული ბოტების კომენტარები (ალბათ ყველასთან ვინც ოდნავ მაინც აქტიურად საუბრობს ქვეყანაში არსებული საფრთხის შესახებ). ამ ბოტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩემს ეროვნებას (ნახევრად სომეხი ვარ, რაზეც ხმამაღლა და სიამაყით ვსაუბრობ ბავშვობიდან) დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს. დიახ, მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ. ბიჭი (არკადი ქვია და ბიჭის ეძახიან ბავშვობიდან) ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა და მისი გამოხატვა საჭიროების მიზნით. ჩემი ბაბუს წინაპრები საქართველოში გადმოვიდნენ მრავალი საუკუნის წინ, მოიტანეს სომხური ენა ჩემ თაობამდეც კი და საქართველოს სამშობლოს ეძახიან. უყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე დიდი პატრიოტია. ბაბუ 25 წელია ვერ დადის და სახლიდან მოვლენებს აკვირდება. პოლიტიკაზე ბაბუ მესაუბრება, მნიშვნელოვან გადაცემაში წასვლის წინ მიყვება ახალ ამბებს სიღრმისეულად და მამხნევებს აქციებზე ყოფნისას. დილით რო ვიღვიძებ, მეხუტება და მეუბნება, რომ ამაყობს ჩემით და მეც ყოველდღე ვიამაყებ ჩემი ბაბიკოთი, რომელიც დღემდე ბროწეულის წვენს ხელით მიწურავს და საკუთარი შვილივით მზრდის".

439114493-18439488901061591-6925490183487937019-n-1714284134.jpg439246563-18439488955061591-1952157192389253703-n-1714284134.jpg439158427-18439488970061591-3218522045820234653-n-1714284134.jpg438921668-18439488973061591-5380730145324909233-n-1714284134.jpg

438078521-18439488982061591-4610031868524912432-n-1714284133.jpg

სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც და ამიტომ, თავი შეიკავეთ... - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი ნატალია ყიფშიძის და ზურა ყიფშიძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე