"ეს არის საქართველო, ერთიანი, თავისუფალი და მრავალხმიანი" - გაიცანით უფრო ახლოს სანდრო გურგენიძე, რომელმაც "რანინაში" ფურორი მოახდინა - მშობლები

"ეს არის საქართველო, ერთიანი, თავისუფალი და მრავალხმიანი" - გაიცანით უფრო ახლოს სანდრო გურგენიძე, რომელმაც "რანინაში" ფურორი მოახდინა

2024-04-28 15:20:51+04:00
ცოტა ხნის წინ პოპულარული საბავშვო მუსიკალური პროექტის, "რანინას" სცენაზე სანდრო გურგენაძისა ოთო ბაზრეაშვილისგამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათმიერ ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად შესრულებულმა სიმღერამ "ჩაკრულო" უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია:
  • "ეს არის საქართველო, ერთიანი, თავისუფალი და მრავალხმიანი! საოცარი და საამაყო თაობა გვყავს!"
  • ",ჩაკრულო,, საოცარი სპეციფიკის მქონე კახური სიმღერაა და ამიტომაც მიუჩინა კაცობრიობამ ამ ულამაზეს სიმღერას ადგილი კოსმოსში, თანამგზავრზე. შესაბამისად, ,,ჩაკრულო,,-ს ისეთი შესრულება, როგორც ამ სიმღერას ეკადრება, რჩეულთა ხვედრია. სანდრო გურგენაძემ დღევანდელი თავისი შესრულებით დაამტკიცა, რომ ის ღირსეული გამგრძელებელია იმ ესტაფეტისა, რომელსაც თავის დროზე ჰამლეტ გონაშვილმა, რამინ მიქაბერიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა და ქართული ფოლკლორის სხვა კორიფეებმა ჩაუყარეს საფუძველი. სანდრო გურგენაძემ დღეს შეუძლებელი შეძლო და თავისი შესრულებით ერთ-ერთი ულამაზესი ვარიანტი და რედაქცია დაუტოვა შთამომავლობას. მე ვამაყობ სანდროთი, ქედს ვიხრი და მქუხარე აპლოდისმენტი. P.S. დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო ჟიურის რეაქცია. ისინი ფეხზე წამოუდგნენ ამ შესრულებას".
  • "რამხელა იმედი იღვიძებს და როგორი სიამაყით ივსები, ყველა ფრაზაში ჟრუანტელი მივლიდა, ყველა ხელის გაქნევა რაინდობას მანდომებდა, აი, ამ განცდით ვუსმინე და ბოლოს, ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ გვყავს ასეთი შვილები", - წერენ კომენტარებში. განაგრძეთ კითხვა