"ბოკერიას კლინიკაში ქალმა იმშობიარა და ისეთი ნაცემია, თვალებში ვერ იყურება... 9 თვის ორსული ქმარმა სასიკვდილოდ სცემა..." - რას წერს აკა სინჯიკაშვილი - მშობლები

"ბოკერიას კლინიკაში ქალმა იმშობიარა და ისეთი ნაცემია, თვალებში ვერ იყურება... 9 თვის ორსული ქმარმა სასიკვდილოდ სცემა..." - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

2024-04-28 17:24:31+04:00

ამ საზარელ შემთხვევაზე აკა სინჯიკაშვილი წერს და საზოგადოებას ჩართულობას სთხოვს:

"საშინელება...
ბოკერიას კლინიკაში ქალმა იმშობიარა და ისეთი ნაცემია, თვალებში ვერ იყურება. აი თავპირი აქვს გაერთიანებული მართლა.
9 თვის ორსული ქალი ქმარმა მართლა სასიკვდილოდ სცემა და სასწრაფომ მოიყვანა აქ. რა სჭირს სახეზე არ იცით, ფოტოს ვერ დავდებ უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ქალი საშინელ სტრესშია, ჩვენ კი გვითხრა ქმარმა მცემაო, სხვებთან ტირის და ამბობს არავის არ ვუცემივარ, წავიქეციო.
ეს რა თქმა უნდა პირველი შემთხვევა არ არის და ადრეც ბევრჯერ უცემია.
ეს ქალი რომ სახლში დავაბრუნოთ, აუცილებლად მოკლავენ! ზუსტად მაგისი ეშინია.
ქალს სჭირდება სახელმწიფოს და ადამიანების სრული თანადგომა, რომ უარესი შედეგი არ დადგეს. გამივრცელეთ ეს ამბავი, რომ საჭირო ადამიანებმა შეისწავლონ საქმე. დანარჩენს ყველაფერს ვეცდებით".