"გიზიარებთ ჩემს კუწკუწა ხინკლებს..." - ნუცა ცისკარიშვილის ცნობილი ხინკლის რეცეპტი - მშობლები

"გიზიარებთ ჩემს კუწკუწა ხინკლებს..." - ნუცა ცისკარიშვილის ცნობილი ხინკლის რეცეპტი

2024-04-29 07:56:46+04:00

ნუცა ცისკარიშვილი დასთან ერთად პროექტ "სამზარეულოს ომებში" მონაწილეობს. პროექტში მის მიერ მოხვეულმა ხინკალმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ნუცა სოციალურ ქსელში აზიარებს რეცეპტს:

კულინარიულ პროექტში მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ვიდეო რეცეპტებიც, ჰოდა, ისევ გიზიარებთ ჩემს კუწკუწა ხინკლებს:

ხინკლის რეცეპტი

1 კილო ფქვილი + 1 კილო ფარში = 35-40 ცალი ხინკალი (გააჩნია, რა ზომის ხინკალს მოახვევთ)

ცომი:

  • 1 კილო უმაღლესი ხარისხის ფქვილი
  • 460 მლ. ცივი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი

გულსართი:

  • 1 კილო გატარებული საქონლის (70%) და ღორის (30%) ხორცი
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 450-500 მლ. ცივი წყალი
  • მარილი
  • ძირა
  • დაღერღილი წითელი წიწაკა

ცომის გადაზელვის შემდეგ აუცილებლად უნდა დაასვენოთ რომ უფრო მორჩილი და ელასტიური გახდეს, სასურველია მაცივარში 1-2 საათი, თუ არადა ნახევარი საათი მაინც შეასვენეთ.

438059622-1025037532613224-7876332370731095764-n-1714363625.jpg

438077873-1025037452613232-1834169769752617959-n-1714363626.jpg