"გიჟდებიან ჩემს მიერ მომზადებულ დარიჩინის ფუნთუშებზე და ლავა ქეიქზე... საფირმო კერძი სტეიკი და ბურგერია" - გაიცანით 13 წლის მზარეული, რომელიც უკვე შეკვეთებს იღებს - მშობლები

"გიჟდებიან ჩემს მიერ მომზადებულ დარიჩინის ფუნთუშებზე და ლავა ქეიქზე... საფირმო კერძი სტეიკი და ბურგერია" - გაიცანით 13 წლის მზარეული, რომელიც უკვე შეკვეთებს იღებს

2024-04-30 18:55:24+04:00

სოციალურ ქსელში ჩემი ყურადღება უგემრიელესი კერძების, ბურგერების, დესერტების ფოტოებმა მიიპყრო. ჩემდა გასაოცრად, მათი შემქმნელი 13 წლის დიმიტრი ლორთქიფანიძე აღმოჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გთავაზობთ ინტერვიუს და დარწმუნებული ვარ პატარა შეფი თქვენს აღფრთოვანებასაც ადვილად შეძლებს.

432103303-122116963454223170-7654489322305373242-n-1714489952.jpg

- დიმიტრი, გაეცანი ჩვენს მკითხველს. რამდენი წლის ხარ, რა გიტაცებს, რითი ხარ დაკავებული?

- ცამეტი წლის ვარ. გატაცებული ვარ კულინარიით და ფეხბურთით. უმეტესად დაკავებული ვარ სწავლით, ვასრულებ დავალებებს, ფეხბურთის ვარჯიშებით, ასევე მიყვარს პინგ-პონგის თამაში და რა თქმა უნდა, კულინარიითაც ვარ დაკავებული.

- კულინარიით როდის და რატომ დაინტერესდი? რა გახდა მოტივაციის წყარო?

- 11 წლის ვიყავი, როცა პირველად გავაკეთე ბლინები. ინსპირაცია იყო ბლინების სიყვარული. დღემდე მახსოვს ის დღე, ბლინები რომ გამოვაცხე. დრო მქონდა, დედას ვთხოვე აეხსნა და მოვსინჯე. კარგი გამოვიდა. მერე კიდევ ვცადე სხვა კერძებიც, მერე და მერე უკვე რეცეპტებს ვეძებდი და სხვადასხვა ნამცხვარს ან კერძს ვამზადებდი.

martivi-blini-1714490010.jpg

430766879-10220808657400127-7294219353533331141-n-1714490008.jpg

- ძალიან მადისაღმძვრელია შენ მიერ მომზადებული კერძები. როგორ შეისწავლე და რამდენად საინტერესო იყო სწავლის პროცესი? თავიდანვე ასე კარგად გამოგდიოდა?

- თავიდანვე კარგი გამომივიდა მარტივი ბლინები, მაგრამ რთული რეცეპტები უკვე Youtube ვიდეოებით შევისწავლე, ძირითადად ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის, ენის კუთხითაც ძალიან დამეხმარა ეს პროცესი.

- ყველაზე მეტად რისი მომზადება გსიამოვნებს და გიყვარს?

- ყველაზე მეტად ახალ-ახალი რეცეპტების მოსინჯვა ყვარს, რაც არასდროს მიცდია, რადგან ეს მეტად საინტერესო პროცესია.

steiki-1714490011.jpgsmesh-burgeri-1714490011.jpg

- საფირმო კერძი თუ გაქვს?

- საფირმო კერძი სტეიკი და ბურგერია. რაც შეეხება დესერტებს, გიჟდებიან ჩემს მიერ მომზადებულ დარიჩინის ფუნთუშებზე და ლავა ქეიქზე. დედაჩემისთვის ჩემი საფირმო კერძი ამერიკული საუზმეა - ფენქეიქები თაფლით და კარაქით, ათქვეფილი კვერცხით და მობრაწული ბეკონით.

ramen-nudls-1714490010.jpg

- როგორც ვიცი, უკვე შეკვეთებსაც იღებ?

- ასე მოხდა, რომ დედა დებდა ხოლმე ჩემს კერძებს სოციალურ ქსელში. ბევრი დაინტერესდა და გამოთქვეს სურვილი, გაესინჯათ. მე რომ ეს შემძლებოდა, ამის ფულიც უნდა მქონოდა. ამიტომ გადავწყვიტე გაყიდვა. ვისაც უნდა გასინჯვა, მიკავშირდება და მე შეკვეთას ვამზადებ. ყველაფერს ვერ გავყიდი, მაგალითად - სტეიკს, ლავა ქეიქს და ასეთებს ვერა, რადგან ისინი სწრაფად უნდა შეიჭამოს, თორემ არ ივარგებს მერე. ამიტომ შევადგინე მენიუ და ვყიდი ისეთ კერძებს, რაც მიწოდების დროს არ კარგავს ხარისხს და გემოს.

- ვინ არის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი?

- პირველ რიგდი დედა და შემდეგ მთელი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და ა.შ. გაგიკვირდებათ და ბევრ ჩემს ნათესავს არ აქვს ჩემი კერძი გასინჯული. ამისთვის ვეღარ მოვიცალე.

lava-keiki-1714490010.jpgdarichinis-puntusha-1714490009.jpg

- არაერთი ცნობილი შეფი გაიცანი, შეაფასეს შნი ნახელავი. რამდენად სტიმულის მომცემი იყო მათთან ურთიერთობა?

- ბევრი შეფი გავიცანი, თუმცა რამდენიმეს გამოვყოფ: ახლოს გავიცანი მიხეილ ავსაჯანაშვილი, დედამ წამიყვანა ერთ გადაღებაზე და გავერთე. ძალიან გამიხარდა, რომ შევხვდი Gio Fox-ს ერთ-ერთ დიდ ღონისძიებაზე, მაჩუქა მისი გაკეთებული ტკბილ-ცხარე აჯიკა, ბევრ რამეზეც ვილაპარაკეთ. ასევე, გავიცანი ანა მიქაძე და ძალიან გემრიელი ყველი გამომიგზავნა. დიდ მხარდაჭერას მიცხადებს.

me-da-shep-misha-avsajanisvili-1714490010.jpgme-da-gio-fox-1714490010.jpg

- სამომავლო გეგმებიც გაგვაცანი...

- არ ვიცი რა იქნება სამომავლოდ. ვიცი, რომ მომწონს ეს საქმე. დიდი სიამოვნებით გავხსნიდი ჩემს რესტორანს.

burgeris-purebi-1714490009.jpgamerikuli-sauzme-1714490009.jpgviber-image-2024-03-11-22-18-43-050-1714490009.jpg433101161-122119377074223170-7463014992315702990-n-1714490009.jpg

მერი ბლიაძე