"უპირველეს ყოვლისა ვგმობ ყველანაირ ძალადობას! ხალხის ნაწილი აქტიურად ახდენს ჩვენზე უდიდეს მორალურ ზეწოლას და გვიბიძგებს ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი ძალადობა და ბულინგია!" - თაკო ჩხეიძე - მშობლები

"უპირველეს ყოვლისა ვგმობ ყველანაირ ძალადობას! ხალხის ნაწილი აქტიურად ახდენს ჩვენზე უდიდეს მორალურ ზეწოლას და გვიბიძგებს ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი ძალადობა და ბულინგია!" - თაკო ჩხეიძე

2024-05-01 19:32:35+04:00
მოდელი და სამი შვილის დედა თაკო ჩხეიძე, რომლის მეუღლე დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძეა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:
"დავიწყებ იმით, რომ უპირველეს ყოვლისა ვგმობ ყველანაირ ძალადობას!
ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველას გვეძლევა საშუალება, ყოველგვარი შიშისა და შეზღუდვის გარეშე ნათლად ვთქვათ, თუ რას ვფიქრობთ მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის ნაწილი აქტიურად ახდენს ჩვენზე უდიდეს მორალურ ზეწოლას და გვიბიძგებს ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი, ჩემი აზრით, ძალადობა და ბულინგია!
როგორც საინფორმაციო გვერდებზე ვხედავ, ისინი აქტიურად ცდილობენ დაამახინჯონ ჩემი პოზიცია, ამიტომ ახლა უკვე ვალდებული ვარ ვთქვა სახალხოდ, რომ მსურს ვიცხოვრო დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოში, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ, მხოლოდ ყველა თავისი ღირებულებითა და ტრადიციით, რომელიც აქამდე ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს უდიდესი შრომითა და ძალისხმევით! ევროპამ უნდა მიგვიღოს ჩვენი ისტორიით, სიწმინდითა და კანონით და არა მათთვის სასურველი ვერსიით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს!
სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება და მათ უკვე შეძლეს ეს ოჯახებში, სამეგობრო წრეებში, კოლეგებში და სრული არეულობა დასთესეს ქვეყანაში. სიძულვილის ენა გახდა ჩვეული ფორმა, ყოველივე ეს კი ევროპისგან ძალიან აშორებს თითოეულ ჩვენგანს!
სრული გულწრფელობით გამოვხატავ წუხილს მიმდინარე მოვლენების მიმართ და იმედი მაქვს ყველა შევძლებთ საქართველოში ისე ცხოვრებას, როგორადაც ნამდვილ ქართველ, პატრიოტ ადამიანებს შეგვეფერება!
მიყვარს ჩემი სამშობლო და ყოველთვის ვიდგები ნათელი მომავლისკენ!"
takochxeidze11-1714577988.jpg