4 წლის დათი ყაჯრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი - მშობლები

4 წლის დათი ყაჯრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი

2024-05-03 11:24:14+04:00

4 წლის დათი ყაჯრიშვილს, ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ანემია განუვითარდა, რის გამოც სასწრაფოდ ესაჭიროება მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი.

სისხლის ჩაბარება იაშვილის სისხლის ბანკშია შესაძლებელი (ტრანსპლანტოლოგი თამარ კომლაძე).

"ვისაც სისხლის ჯგუფი გაქვთ მეორე/პირველი დადებითი გთხოვთ იაშვილში მიდით და სისხლი ჩააბარეთ რა. ჩემს შვილს ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ვინც გახდებით დონორი უთხარით, რომ ბავშვისთვის აბარებთ, სპეციალური დამუშავება სჭირდება მოზარდებისთვის" - წერს ბავშვის დედა თამარ ბუჩუკური.