"ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა... მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - მდინარე ნაკრაში ახალგაზრდებს ამ დრომდე ეძებენ - მშობლები

"ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა... მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - მდინარე ნაკრაში ახალგაზრდებს ამ დრომდე ეძებენ

2024-05-03 21:17:59+04:00

სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ახალგაზრდები, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ, არიან ეკა და გიორგი ვიბლიანები, ასევე საბა გვარმიანი.

ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. სამძებრო სამუშაოებში მთელი სოფელია ჩართული."ტვ პირველის" ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, წვიმიანი ამინდის გამო კი, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც მდინარეში გადავარდნენ. განაგრძეთ კითხვა